„ცხოვრებას ადამიანები ჩვენივე ხელით ვხატავთ, საღებავები ჩვენს ხელშია და ფერების არჩევანიც ჩვენზეა“ – ამ და სხვა საინტერესო და სასაგებლო ფრაზებს ცხოვრების შესახებ, ძალიან მალე თამარ ნიკურაძის წიგნში ამოიკითხავთ. წიგნში, რომელშიც 21-ე საუკუნის დაავადებაა აღწერილი…
2018 წლის 5 მარტს თავადვე შეგიძლიათ გახდეთ წიგნის „პაციენტი“, მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო ექსპერიმენტში და გამოსცადოთ წიგნის მკურნალობის ეფექტი.
„წაიკითხე და აიცილე დაავადება“ – აცხადებს თამარ ნიკურაძე, ხოლო რა და როგორ უნდა აიცილო, ან საერთოდ, რა საჭიროა აცრა, ღონიძიებაზე„ციგრიტის“ ავტორისგან შეიტყობთ.
თუ ექსპერიმენტს „შეუშინდებით“ ან ღონისძიებაზე ვერ მოხვდებით, იმ შემთხვევაში 21-ე საუკუნის დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და საიდუმლო გამოსავალს ამ წიგნშივე მიაგნებთ.
„თამარ ნიკურაძე გარდა იმისა, რომ დროს გრძნობს, წერის გამორჩეული კულტურითაცაა დაჯილდოებული. ეს უნარი დღეს იშვიათი ხილია და მხოლოდ ნიჭს არა – შრომასაც მოითხოვს. ამას მივუმატოთ ნაწარმოების სიუჟეტის აგების ხერხებში გაწაფულობა და თამამად ვიტყვით: თამარი ახალი თაობის საინტერესო მწერალია, ციგრიტი კი ბოლო დროს გამოსულ ტექსტთაგან ერთ–ერთი საყურადღებო ნაწარმოები“ – წერს გიორგი კეკელიძე.
სწორედ გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით გაიმართება „ციგრიტის“ პრეზენტაცია 2018 წლის 5 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ღონისძიებას დაესწრებიან პოეტები, მწერლები, თანამდებობის პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ასევე წარმომადგენლები „მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთიდან“, რომლის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი წიგნის გამოცემა.
5 მარტი, 18:00 სთ
თამარ ნიკურაძის წიგნის პრეზენტაცია
ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი დარბაზი
დასწრება თავისუფალია.