ურთიერთობაში რაღაც პრობლემა ყოველთვის არსებობს და საკამათო მიზეზიც ბუნებრივია, ყოველთვის იქნება. ტყუილი და ფუნდამენტური განსხვავება ცხოვრებისეულ მიზნებს შორის ის მიზეზებია, რომელთა გამო ნამდვილად ღირს კამათი, თუმცა არსებობს რამდენიმე თემა, რომლებიც განხილვად არ ღირს, თუ გსურთ ბედნიერი წყვილი იყოთ:
ჰობი და დროის ცალ-ცალკე გატარება – ყველა ადამიანს აქვს უფლება მოსწონდეს რაღაცის კეთება, ამას ჩვენ ჰობს ვეძახით. თუ თქვენს მეუღლეს თქვენგან დამოუკიდებლად სურთ რაღაცის გაკეთება ამაზე ნერვიულობა არ ღირს, მას ამის უფლება უნდა მისცე, რადგან ხშირად ორი ადამიანის ჰობი ერთმანეთს სულაც არ ემთხვევა.
მშობლები – ერთმანეთის მშობლებთან ურთიერთობა ბევრი ადამიანისთვის წარმოადგენს პრობლემას. რა სიხშირით, როგორ, როდის ნახონ ისინი და ა.შ. კამათის მიზეზი არაერთი წყვილისთვისაა. სინამდვილეში ამაზე კამათი სულაც არ ღირს, ისინი ხომ შენი საყვარელი ადამიანის მშობლები არიან.
შვილების აღზრდა – ბედნიერი წყვილი ყოველთვის ახერხებს შეთანხმებულად იმოქმედოს ნებისმიერ საქმეში, მითუმეტეს თუ ეს ეხება შვილებს, საერთო გადაწყვეტილება ძალიან მნიშნელოვანია.
სახლის საქმეები – საერთოდ, ოჯახში ყველამ უნდა გადაინაწილოს საქმე, ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მარტივია ყველაფერი.
სახლის დიზაინი – სახლის მოწყობა საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია, ყველას აქვს საკუთარი ინტერესები და მოთხოვნები. არ ღირს დიზაინზე კამათი, სჯობს დასხდეთ და უბრალოდ მოილაპარაკოთ.
სატელევიზიო გადაცემები – გიკამათიათ იმაზე თუ რა გადაცემას უყუროთ? ვიღაცას ფილმის ყურება სურს, ვიღაცას შოუსი. გასაგებია, რომ სხვადასხვა ინტერესები გაქვთ, მაგრამ დაფიქრდით, ღირს კი ამ უმნიშნელო დეტალზე კამათი?