fbpx

სპარსი პოეტის 10 ცხოვრებისეული რჩევა-დარიგება

ავტორი ნინო გონგაძე
3726 ნახვა
0 კომენტარი
9

სპარსი პოეტის ჯალალ ედ-დინ რუმის ათი ცხოვრებისეული რჩევა :

  1. შენ შესაძლებლობებით დაიბადე. შენ დაიბადე რწმენით. ოცნებებითა და იდეალებით მოხვედი ამ ქვეყანაზე. შენ დაიბადე ფრთებით. ისწავლე ფრთების გამოყენება და იფრინე!

2. იცხოვრე ისე, როგორც შენთვის არის მნიშნელოვანი. განახორციელე უზარმაზარი, გიჟური იდეა, როგორც ნოემ. სულერთია რას იფიქრებს შენზე ხალხი. ნუ გაითვალისწინებ სხვის გამოცდილებას. მოეშვი გათელილი ბილიკებით სიარულს. შექმენი საკუთარი ბილიკი.

3. მწუხარება სიხარულის მოსამზადებელი ეტაპია. მწუხარება შენი გულის ფოთლებს არხევს … ძირს ყრის რათა მათ ნაცვლად მწვანე, ცოცხალი ფოთლები ამოვიდეს …

4. შენში შადრევანი ჩქეფს, შენ კი ცარიელი სურით დადიხარ. ცხენზე შემჯდარი სოფელ-სოფელ დაეხეტები და ყველას ეკითხები: “ჩემი ცხენი ხომ არ დაგინახავთ?”

5. შენ გგონია ცოცხალი ხარ, რადგან ჰაერის ჩასუნთქვა შეგიძლია? გრცხვენოდეს, რომ ასე შეზღუდული აზროვნებ. ნუ იცხოვრებ უსიყვარულოდ და მკვდრად არ იგრძნობ თავს. მოკვდი სიყვარულში და იცოცხლე მარადიულად.

6. ნგრევას ყოველთვის ახლავს საგანძურის პოვნის შანსი. შენი ტკივილი ყველაზე დიდი მოკავშირე გახდება, სიყვარულის და სიბრძნის ძიების გზაზე.

7. სიყვარული დასაბამიდან არის შენში. მთავარია, ის ბარიერები იპოვნო, რომელიც თავად ააშენე.

8. მზის სხივი ყველა კედელზე სხვადასხვაგვარია, მაგრამ მზე ერთია!

9. აირჩიე ის, ვინც არ შეგახსენებს რამდენი შეგეშალა და რამდენი გააკეთა შენი გულისთვის, ის, ვისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი, გამდიდრება არ არის. ის, ვისაც არ ეშინია დანაკარგების, რადგან ასეთი ადამიანი თავისუფალია. ასეთი ადამიანი, თავისუფლებას მოგანიჭებს შენც ….

10. ჭეშმარიტი სიყვარული ფიზიკურ საზღვრებს ცდება. განშორებას მხოლოდ ისინი ახერხებენ, რომლებიც თვალებით ხედავენ, რადგან ვინც გულით გრძნობს და სულით უყვარს, მათთვის განშორება არ არსებობს.

0 კომენტარი
9

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი