…რა არის სიყვარული? ❤️
კი, სიყვარული ღმერთია, თუმცა ჩვენ ამ ღმერთის გაცემა და გამოხატვა, მასთან ზიარება ყოველ წამს შეგვიძლია ან არ შეგვიძლია….
გააჩნია რას ვაკეთებთ, რას ვამბობთ და როგორ ვიქცევით. სიყვარული არ არის „მე ჩემკენ რომ მინდა გადმოვქაჩო და შენ შენკენ.“
სიყვარულია, როცა მე ვფიქრობ როგორ მოგცე ის, რაც შენ გინდა და ამით შენც გაძლევ მაგალითს და საშუალებას, იფიქრო და ის გააკეთო მე რაც გამეხარდება…
სიყვარული მხოლოდ ის არ არის, შეჭირვებული რომ გიყვარს და ეხმარები… შენზე ბევრად კარგად მყოფიც რომ გიყვარს და მისი ის წარმატება რომ გიხარია, რომელიც შენ ვერ გეღირსა – ესაა სიყვარული.
ვინც დიდად არ გეპიტნავება, სწორედ მას რომ გამოუძებნი რაიმე კარგს და გულწრფელად გამოუხატავ პატივისცემას – ესეც სიყვარულია.
რისი ან ვისი?
საკუთარი თავის, რომელიც იმდენად მაინც უნდა გიყვარდეს, რომ სხვისდამი სიძულვილი, შური, ბოღმა, აგრესია, სამაგიეროს გადახდა და მსგავსი სიმდაბლეები, უბრალოდ არ აკადრო.
გიყვარდეს!❤️
გიყვარდეს საკუთარი თავი!
იყავი ღმერთის მხარეზე!
ხათუნა მუზაშვილი (ფსიქოლოგი)