fbpx

სამყაროს გაუმჯობესების 5 გზა მაჰათმა განდისგან

ავტორი ჟოლო
2.7K ნახვა

„ძალაუფლება ორი გზით მოიპოვება. ერთი დაფუძნებულია შიშსა და დასჯაზე, ხოლო მეორე სიყვარულზე.  სიყვარულით ნაშენები ძალაუფლება ათასჯერ უფრო ეფექტური და მუდმივია, ვიდრე შიშისგან აღმოცენებული“ – ამბობდა მაჰათმა განდი

ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება მსოფლიოში, რომლის სახელიც დაკავშირებულია ძალადობის წინააღმდეგ მშვიდობიანი გზით ბრძოლასა და სამოქალაქო აზროვნების განვითარებასთან.

განდი ასევე ცნობილია როგორც საუკეთესო მასწავლებელი მშვიდობის, ჰარმონიის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის.

მისმა მოწოდებებმა და სწავლებამ მილიონობით ადამიანს მისცა საშუალება გაეანალიზებინა ცხოვრება, მოეხდინათ გამოწვევების გადაფასება და უბრალოდ ეცხოვრათ ბედნიერად.

#1 შეიცვალეთ

“შეიცვალეთ ისე, როგორ სამყაროსაც გსურთ რომ ხედავდეთ”

შეიცვალეთ უკეთესობისკენ, ისე როგორი სამყაროც გსურთ რომ იყოს თქვენს გარშემო. ამისთვის დიდი შრომა, მოთმინება და მიზანსწრაფულობაა საჭირო. განდიმ ეს სიტყვები საკუთარ თავზეც გამოსცადა. მიუხედავად დაჭერის, შიმშილისა და სიკვდილის საფრთხისა მუდამ მშვიდი, მტკიცე და კაცთმოყვარე ადამიანი იყო…

ერთ ადამინს შეუძლია სამყაროს შეცვლა. ყველაფერი ერთით იწყება…

#2: სიძლიერე სიმშვიდისგან

“უამრავი მიზეზია რის გამოც შეიძლება მოვკვდე, მაგრამ არცერთი რამაც შეიძლება მომკლან”

განდი იყო რევოლუციონერი, გმირი და ერის ლიდერი. მან მიიყვანა საკუთარი ხალხი დამოუკიდებლობამდე ფენომენალური სიმტკიცით. დღეს ასეთი დამოკიდებულება შეიძლება მიუღწეველიც კი იყოს ვინმესთვის. მან აჩვენა, რომ თავგანწირვა და მამაცობა (და არა სიკვდილი და ნგრევა) არის რეალური ცვლილებების წყარო.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უნარი რომ შეცვალოს სამყარო, საზოგადოება, მშვიდობიანი აქტივობით…

3: ძალადობა არაა საჭირო

“თვალი თვალის წილ, მსოფლიოს აბრმავებს”

ერთადერთი რასაც განდი ვერ ეგუებოდა ეს ძალადობაა. უამრავი მისი ფრაზაა ამ საკითხთან დაკავშირებით. განდი ასწავლიდა, რომ კულტურული, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებები არ უნდა იყოს ომებისა და დაპირისპირებების მიზეზი.

#4: მისდიეთ სიმართლეს

“მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში შეიძლება იყოთ, სიმართლე მაინც სიმართლეა”

მაჰათმა განდი სიმართლის დიდი ქომაგი იყო. მუდამ აფრთხილებდა ხალხს რომ ბრმად, ანალიზის გარეშე ინფორმაციის ნდობა არ შეიძლება. პროპაგანდა ყოველთვის სიმართლის მატარებელი არ არის. ერთადერთი გზა ჭეშმარიტების დასადგენად საკითხის გახსნილად და კრიტიკულად შეფასებაა.

ასე, რომ მუდმივად გაანალიზეთ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია.

#5: აკონტროლეთ თქვენი ფიქრები

“ადამიანი საკუთარი აზრების შედეგია. რასაც ფიქრობს, ის აუხდება”

განდი უაღესად დისციპლინირებული და საკუთარი სურვილებისკენ მტკიცედ მიმავალი ადამიანი იყო. ერთადერთი გზა მისი წარმატებისა იყო ქვეცნობიერი და  პროდუქტიული  პოზიტიური აზროვნება.

მართლაც, რომ ნებისმიერი ადამიანი საკუთარი აზრების შედეგია, ამიტომ პოზიტივი მუდამ აუცილებელია წარმატების მისაღწევად და სიმშვიდის შესანარჩუნებლად.

შედეგად კი, – პოზიტიურ აზროვნება ნამდვილად შეცვლის ნებისმიერი ადამინის ცხოვრებას, უკეთესი იქნება ქალაქი, ქვეყანა, მსოფლიო…

წყარო:kaizenist.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment