fbpx

რატომ უწოდებენ ჯონ ჰარვარდის ქანდაკებას “სამმაგი ტყუილის ქანდაკებას?!”

ავტორი ნინო გონგაძე
389 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის ჰარვარდის (რომელიც დაარსებულ იქნა 1636 წლის 8 სექტემბერს ქალაქ კემბრიჯში- მასაჩუსეტსის შტატი) წინ დგას ქანდაკება ცნობილი ინგლისელი მისიონერის- ჯონ ჰარვარდისა (1607-1638წწ), რომლის სახელსაც ატარებს აღნიშნული უნივერსიტეტი.

ქანდაკება, სადაც ჯონ ჰარვარდი მჯდომარე მდგომარეობაშია გამოყვანილი, გაკეთებულია დაფაზე წარწერა, რომელზეც იკითხება: “ჯონ ჰარვარდი, დამაარსებელი, 1638 წელი.”

იგი შექმნილ იქნა ამერიკელი მოქანდაკის- დანიელ ფრენჩის მიერ. მიუხედავად ამისა, “ჰარვარდის უნივერსიტეტის” სტუდენტები დღემდე აღნიშნულ ქანდაკებას ირონიით- “სამმაგი ტყუილის ქანდაკებას” უწოდებენ.

ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მამაკაცი, რომელიც გამოსახულია ქანდაკებაზე არ გახლავთ-ჯონ ჰარვარდი. იგი გახლავთ ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი- ჰერმან შორი (რომელიც მოქანდაკემ გამოიყენა ჯონ ჰარვარდის სახედ, შერჩევითი პრინციპით.)

მეორე მიზეზი იმიტომ რომ: ჯონ ჰარვარდი არ ყოფილა ამ უნივერსიტეტის დამაარსებელი და უნივერსიტეტს მისი სახელი ეწოდა იმის გამო რომ მან სიკვდილის შემდგომ უანდერძა საკუთარი ბიბლიოთეკა და ფინანსები ამ სასწავლო დაწესებულებას.

მესამე მიზეზი კი რის გამოც ამ ქანდაკებას “სამმაგი ტყუილის ქანდაკებას” უწოდებენ გახლავთ ის, რომ უნივერსიტეტი დაარსებულ იქნა ორი წლით ადრე, ვიდრე დაფაზეა გამოსახული თარიღი (1638წ), როგორც ცნობილია იგი დაარსებულ იქნა 1636 წლის 8 სექტემბერს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment