ლონდონელმა ფსიქოლოგებმა სიყვარულის ბუნება გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ მამაკაცსა და ქალს შორის შესაძლოა 9 სახის სიყვარული არსებობდეს.
1) მოწიფული სიყვარული: ეს არის ურთიერთობა ორ ადამიანს შორის, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან, აფასებენ და ყველანაირად მხარს უჭერენ.
2) კუპიდონის ისარი: ამ სახის სიყვარული ანტონიუსსა და კლეოპატრას ჰქონდათ. ისინი ისე იყვნენ ამ გრძნობით დაბრმავებულნი, რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევდნენ.
3) ჰედონისტური სიყვარული: ძველი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის სწავლებით, სიცოცხლის აზრსა და უდიდეს სიკეთეს ტრფობა წარმოადგენს. ასეთი სიყვარულის დროს როგორც ქალის, ისე მამაკაცისთვის უმთავრესი წამიერი სიამოვნების მიღებაა.
4) რომანტიკული სიყვარული: სიყვარული, როგორც კავშირი ადამიანებს შორის.
5) მითებისაგან გათავისუფლებული სიყვარული: ასეთი ურთიერთობის დროს მიიჩნევენ, რომ სიყვარულის შესანარჩუნებლად აუცილებელია მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე, მოთმინების დიდი უნარი და უამრავ დათმობაზე წასვლა.
6) თავგადასავალი: მამაკაცთა და ქალთა ნაწილისთვის სიყვარული მშვენიერი ემოციური თავგადასავალია.
7) კუპიდონის ისრიდან ნამდვილი ურთიერთობისაკენ: საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ თავბრუდამხვევი სიყვარული ქალისა და მამაკაცის ნამდვილ ურთიერთობად გადაიქცევა. ამაში კი გარკვეული წვლილი საზოგადოების აზრსაც შეაქვს.
8) კუპიდონის ისრიდან ახლო მეგობრობამდე: ერთ დროს ვნებიანი საყვარლები უახლოესი მეგობრები ხდებიან და ერთმანეთთან როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სიახლოვეც აქვთ.
9) ერთი მთლიანობა: ქალსა და მამაკაცს შორის წარმოშობილი გრძნობა, რომელსაც პარტნიორულ სიყვარულს ეძახიან. ამ დროს ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, ერთ მათგანს მეორის ფრაზის დამთავრებაც კი შეუძლია.
