fbpx

როგორია სინამდვილეში მომხიბვლელი ქალი?!

ავტორი ჟოლო
2,256 ნახვა

ხშირად გვესმის, რომ ყველაზე მომხიბვლელი ქალი, ეს თავდაჯერებული ქალია. ქალს, რომელსაც თავისი თავი უყვარს, რომელმაც შეიცნო საკუთარი თავი. ასეთი ქალის გვერდით მამაკაცი თავს მსუბუქად გრძნობს.

თავდაჯრებული ქალი აკონტროლებს ემოციებს, ის არ ქმნის უაზრო პრობლემებსა და მოლოდინებს. თუ ქალი თავდაჯერბული არაა, ის შეიძლება გაბრაზდეს, მაგალითად მაშინ, თუ მამაკაცმა გუშინ 5 შეტყობინება გამოუგზავნა, დღეს კი მხოლოდ ერთი. შეიძლება გაღიზიანდეს, თუკი მამაკაცმა ისე არ მიაქცია ყურადღება, როგორც მას სურს, ანუ ასეთი ქალი ემოციურად სუსტია და მიჯაჭვულია მამაკაცზე. ამ დროს მამაკაცი ითრგუნება, რადგან თუ მან ისე არ გააკეთა რაღაც, როგორც ქალს სურს, შეიძლება წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს.

ქალი, რომელიც არ იღებს პასუხისმგებლობას მის ემოციებზე, არ ინარჩუნებს სიმშვიდეს, ეს ქალი მომწიფებული არაა (აქ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა), მან ვერ შეიცნო თავი და მას არ გააჩნია ის სიღრმე და სიბრძნე, რაც მას მყარად დააყენებს ფეხზე.

ძალიან ხშირად ქალი, რომელსაც მამაკაცი მოსწონს, არასწორ ტაქტიკას იყენებს, ზედმეტ ყურადღებას იჩენს და თითქოს ,,მშიერის,, პოზიციაშია, ამ დროს ქალი ვერ იღებს მისთვის სასურველ შედეგს, თუნდაც ეს ურთიერთობა ლამაზად დაწყებულიყო. ჩვენ ურთიერთობაში ყოველთვის ვაორმაგებთ იმას, რაც გვაქვს შინაგანად.

თუკი ქალი ურთიერთობაში ,,მშიერი,, შედის, ანუ ეძებს სიყვარულს და ბედნიერებას, მას ორმაგად გაუჭირდება ამ ურთიერთობაში ყოფნა, რადგან ასეთი ქალი ცარიელია.

თუკი ქალი ურთიერთობაში სიყვარულით სავსე შედის, თავდაჯერებული და კმარია, ის გააორმაგებს ამ ყველაფერს ურთიერთობაში, უბრალო ფორმულაა — ჯერ შეივსეთ იმით, რაც გჭირდებათ, შემდეგ შედით ურთიერთობაში სიხარულით, რადგან ეს ყველაფერი იქ გაორმაგდება. თუკი მამაკაცთან ურთიერთობაში იმიტომ შედიხართ რომ იქ სიყვარული და ბედნიერება იპოვოთ — იქ ვერ იპოვით და პირიქით, ორმაგად გაგიჭირდებათ ცხოვრება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქალი მზესავითაა, ის ყველას გაათბობს. მას შეუძლია ყველას მისცეს სითბო და სიყვარული. მზე იგივე სიყვარულს სანაცვლოდ არავისგან ითხოვს, მზე არ დასდევს ვინმეს რომ გაათბოს. მზე რითია უჩვეულო — რომ შენ გამოხვედი მზეზე და გათბი — აჰა, შენ სითბო და სინათლე გაჩუქეს, შენ დაიმალე ჩრდილში? მზე არ გამოგეკიდება უკან და არ გთხოვს დამიბრუნე, ანუ არაფერს გავალდებულებს. აი, ქალი, რომელიც თავდაჯერებულია ძალიან ჰგავს ამ მზეს, ასეთი ქალი ძალიან მყარად დგას ფეხზე.

ქალი მამაკაცის ცხოვრებაში წაუკითხავ, საინტერესო წიგნად უნდა დარჩეს. ისეთ ჯადოსნურ წიგნად, სადაც მამაკაცმა იფიქრა, რომ აი, უკვე წავიკითხე, გავედი ბოლოში, მაგრამ წიგნში კიდევ ახალი და ახალი ფურცელი ჩნდება, მამაკაცი კი მზადაა ასეთი ჯადოსნური  წიგნი მთელი ცხოვრება იკითხოს.

უბრალოდ, დავიმახსოვროთ, საუკუნეებიც რომ გავიდეს, მამაკაცი ყოველთვის იყო და იქნება ,,მონადირე,, , ამას ვერავითარი თანამედროვეობა ვერ შეცვლის. ქალს თავისი როლი აქვს, მან უნდა დააფასოს თავისი თავი და რაც მთავარია, ქალი წყვეტს რომელი „მონადირისგან“ უნდა გაიქცეს, და რომელს “დააჭერინოს” თავი, ზუსტად ამაშია ქალის მომხიბვლელობა.

ლალი სანაკოევა

(ტკბილი ეპილაციის- „შუგარინგის“ დამფუძნებელი; ურთიერთობების ქოუჩი)

მსგავსი სტატიები

Leave a Comment