გახსოვთ ზაფხულის გრძელი დღეები, როცა არდადეგები იწყებოდა და თქვენ მთელი
დღეები, დილიდან საღამომდე თავისუფალი იყავით ყოველგავრი ვალდებულებებისგან
გევლოთ სკოლაში, მოგემზადებინათ საშინაო დავალება და ა.შ. ეს იყო დრო თამაშებისთვის
თუ მოგზაურობებისთვის. დრო გატარებული ბავშვური გართობებით, ოცნებებით და
თავგადასავლებით.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაბრუნდით ადრეულ ბავშვობის ერთ–ერთ ზაფხულის დღეში.
ახლა იმყოფებით ღია მინდორში და უშვებთ ჰაერში საპნის ბუშტებს.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი უფრო კარგად აღწერს სცენას, რომელიც ეს–ეს არის
წარმოიდგინეთ?
- თქვენს მიერ გამოშვებული ბურთები მიფრინავენ მაღლა, ჰაერში;
- თქვენ უშვებთ ასობით პატარა ბუშტს პლასტმასის რგოლიდან;
- თქვენ კონცენტრირებული ხართ იმაზე, რომ გამოუშვათ ერთი დიდი ბუშტი;
- თქვენს მიერ გამოშვებულ საპნის ბუშტებს ქარი თქვენს ზურგსუკან ფანტავს.
გასაღები ტესტისთვის „ქარის ნებით“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ
ბრჭყვიალა ბუშტები, რომლებიც ამ სცენის დროს წარმოიდგინეთ, არიან თქვენი იმედების
და ოცნებების სიმბოლოები. სცენა, რომელიც აღწერეთ, მიუთითებს იმაზე, თუ რას ფიქრობთ
სინამდვილეში თქვენს ოცნებებზე, რომელთა ახდენის იმედიც გქონდათ და/ან გაქვთ.
1.თქვენს მიერ გამოშვებული ბურთები მიფრინავენ მაღლა, ჰაერში;
თქვენი ოცნებები ისეთივე მიუწვდომელად გეჩვენებათ, როგორც ქარის მიერ ჰაერში
გაფრენილი საპნის ბუშტები.
შეიძლება თქვენ გინდათ მეტისმეტად ბევრი ან მეტისმეტად ჩქარა, ან შეიძლება თქვენ
მოგიცვათ არარეალურმა, ფანტასტიკურმა ფანტაზიებმა. როგორც არ უნდა იყოს, თქვენ
ოცნებებსა და რეალობას შორის ძალიან დიდი უფსკრულია.
თქვენ შეიძლება სხვებს ერთგვარი ენთუზიაზმით უყვებით თუ რა გრანდიოზული
პროექტები და გეგმები გაქვთ, მაგრამ თვითონ, გულის სიღრმეში, ეჭვი გეპარებათ მათ
რეალურად განხორციელებაში.
2.თქვენ უშვებთ ასობით პატარა ბუშტს პლასტმასის რგოლიდან;
თქვენ მიზნად ისახავთ ყოველთვის ისეთ რამეებს, რომელთა მიღწევაც სწრაფად შეიძლება, –
ახალი ტანსაცმელი, ავტომობილი, მეგობარი გოგონა (ბიჭი) და ა.შ. თქვენი ოცნებები
ყოველთვის გონივრული და ადვილად მიღწევადია.
დროა გაარკვიოთ, რისი მიღწევა გინდათ ყველაზე მეტად ცხოვრებაში და იმუშაოთ ამ
მიზნისთვის. თუ თქვენ ყველაფერს ერთად გამოეკიდებით, შეიძლება არაფრის გარეშე
დარჩეთ.
3.თქვენ კონცენტრირებული ხართ იმაზე, რომ გამოუშვათ ერთი დიდი ბუშტი;
თქვენ გაქვთ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც მართავს მთელს თქვენს
ცხოვრებას. დარჩით ამ სურვილის ერთგული. ბოლომდე იბრძოლეთ თქვენი ოცნებისთვის
და ერთხელაც თქვენ შეამჩნევთ, რომ ის, არც თუ ისე შორს ყოფილა, როგორადაც თავიდან
გეჩვენებოდათ.
4.თქვენს მიერ გამოშვებულ საპნის ბუშტებს ქარი თქვენს ზურგსუკან ფანტავს.
თქვენი დღევანდელი აზროვნების ფორმა, დამოკიდებულება ოცნებებისადმი, ეფუძნება
თქვენ წარსულ ნეგატიურ გამოცდილებას, რომელიც მიიღეთ გაცრუებული იმედებისა და
განუხორციელებელი მიზნებისაგან. მაგრამ სწორედ ეს გამოცდილება უნდა იქცეს
თქვენთვის ერთგვარ წვრთნად და ბიძგის მიმცემად იმისთვის, რომ გააგრძელოთ ახალი
მიზნების დასახვა.
ნუ შეგეშინდებათ ოცნებების და ნუ გაჩერდებით. წარუმატებლობას არ განიცდიან მხოლოდ
ისინი, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ.
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ