სიხარული არის ყველაფრის ერთადერთი სწორი საზომი.
ყოველი ფიქრის, სიტყვის თუ მოქმედებისას დაუსვით თქვენს თავს კითხვა: რამდენად დიდი სიხარულის მომტანია ეს ჩემთვის?და რადგან სიყვარულია სიხარულის ერთადერთი მიზეზი, ეს კითხვაც დასვით: რისთვის ვფიქრობ, ვამბობ, ან ვაკეთებ ამას – სიყვარულისთვის თუ ჩემი ეგოსთვის?
თუ ამ პრაქტიკას შეასრულებთ განუხრელად და მთელი მონდომებით, ანუ ყოველ წამს, ძალიან მალე დაინახავთ, რომ ყოველი თქვენი ფიქრი, სიტყვა და მოქმედება ცარიელი, უსიცოცხლო და მკვდარია და მხოლოდ თქვენი მოუშორებელი სენის – ეგოს დასაკმაყოფილებლად გჭირდებათ.
ამ გზაზე სიარულისას თქვენი ყველაზე დიდი შიშების, ტკივილების და მთელი თქვენი ეგოიზმის თვალებში ჩახედვა მოგიწევთ, მაგრამ მაინც ნუ გადაუხვევთ ამ გზას, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომელსაც ნამდვილი, და არა მოჩვენებითი ბედნიერებისკენ მივყავართ.
პარამაჰამსა რამაკრიშნა
წყარო: ლევან რამიშვილის ბლოგი
