fbpx

ART LINE GROUP-ის 2024 წლის გამორჩეული დიზაინ-პროექტი-“Tuscan Spring”

ავტორი ჟოლო
233 ნახვა

დიზაინ-პროექტი “Tuscan Spring”, რომელიც თბილისში ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე მდებარეობს, თავისი არსით დამკვეთის ინდივიდუალიზმის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

დავით კავლელიშვილი, „Art Line Group”- ის დამფუძნებელი: ვინაიდან დიზაინ-პროექტზე სამუშაოების წარმოების დაწყება ზამთრისა და გაზაფხულის გასაყარზე მოგვიწია, დამკვეთის ფსიქო ტიპის გათვალისწინებით, მთელმა შემოქმედებითმა გუნდმა ძალიან ბევრ საკითხზე ვიფიქრეთ, თუ რითი უნდა დაწყებულიყო დიზაინ-პროექტის სტილისტიკის ჩამოყალიბების პროცესი, რათა შეგვენარჩუნებინა ინდივიდუალიზმი, სტილისტურად მოსულიყო დამკვეთთან ჰარმონიულ შესაბამისობაში და განსხვავებული ყოფილიყო ყველა სხვა დანარჩენი დიზაინ-პროექტებისაგან. ჩვენთან ყველა დიზაინ-პროექტი ერთმანეთისაგან განსხვავებული და ექსკლუზიურია.

2023 წელს  „Art Line Group” -ის შემოქმედებითი ჯგუფი მიწვეული იყო ერთ-ერთი შოურუმის მიერ წარმოდგენილი კერამიკული ფილების ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე, სადაც დახვეწილი და დასამახსოვრებელი ვიზუალის მატარებელი art კერამიკა იყო წარმოდგენილი.

ვინაიდან გაზაფხულის შემოსვლა თავისი არსით ასოცირებულია ბუნების გამოცოცხლებასთან, ენერგიასთან თუ მრავალფეროვნებასთან, გადავწყვიტეთ ინტერიერში მთავარი აქცენტირებული კედლების გარშემო შეგვექმნა სრული ინტერიერი, ART კერამიკაში მთავარი აქცენტი გაკეთდა სანდრო ბოტიჩელის – როგორც აღორძინების ხანის ერთ-ერთი დიდებული მხატვრის ნამუშევარზე- ,,გაზაფხული,“ აღნიშნული არტ ნამუშევარი იყო პირველი, რომელმაც შეძლო ქალის სილამაზის იდეალის შექმნა ხელოვნებაში. მისი სილამაზის აღქმა, სულიერ მშვენიერებასთან იყო დაკავშირებული.

“გაზაფხულის” სიუჟეტი უკავშირდება ორი რომაელი პოეტის, ოვიდიასა და ლუკრეციას შემოქმედებას. ოვიდია ჰყვებოდა გაზაფხულისა და ყვავილების ქალღმერთის წარმომავლობაზე. ის ყოველთვის ქალღმერთი არ ყოფილა, არამედ იყო ნიმფა, სახელად- ხლორისი. ის დაინახა და შეუყვარდა ქარის ღმერთს, ზეფირს. მან ხლორისი ძალდატანებით შეირთო ცოლად. შემდეგ, რომ გამოესყიდა თავისი დანაშაული, მან ხლორის ულამაზესი ყვავილების ბაღი აჩუქა. სწორედ ამ ბაღში ვითარდება სანდრო ბოტიჩელის შემოქმედება. რაც შეეხება ლუკრეციას შემოქმედებას, მასში მხატვარმა იპოვა იდეა, რომ შეექმნა “გაზაფხული”. ფიგურები ნახატში მოიაზრებენ თავისთავში სხვადასხვა აზრსს. პირველ რიგში, ისინი ქმნიან გაზაფხულის თვეების სიმბლოებს. ზეფირი, ხლორისი და ფლორა – ეს არის მარტი, ვენერა აპრილი, ხოლო ქალღმერთ მერკურის ვაჟი მაი – დაკავშირებულია მაისთან, თითქოს ინტერიერის დიზაინთან არანაირი კავშირი, არა აქვთ მაგრამ მთელი საიდუმლო სწორედ აქედან იწყება. და ,,ტოსკანას მთები“ სილამაზით ცნობილი პეიზაჟი, რომლის გადმოტანა აქცენტირებულ კედელზე კერამიკული არტის საშუალებით შევძელით.

ასე დაიბადა დიზაინ-პროექტი სახელად ,,ტოსკანური გაზაფხული“ “Tuscan Spring.”

“Tuscan Spring” დიზაინ პროექტის ალბომზე მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა, ამასთანავე დიზაინ-პროექტის რეალიზების მიზნით დაწყებულია ყველა საჭირო სავიზუალიზაციო ელემენტის საზღვარგარეთიდან შემოტანაზე მუშაობა.

ამა წლის შემოდგომისთვის საზოგადოება უკვე იხილავს დიზაინ-პროექტის რეალიზებულ ვერსიას.

მასალა მოამზადა დავით კავლელაშვილმა.

დიზაინ-პროექტზე მუშაობდნენ:

დიზაინ-პროექტის ავტორი:

პერსონალური ინტერიერის დიზაინერი- დავით კავლელაშვილი

დიზაინ-პროექტის თანაავტორები:

ინტერიერის დიზაინერი -ფიქრია მოდებაძე და ინტერიერის დიზაინერი- გიორგი კავლელაშვილი.

თქვენთვის საინტერესო საკითხებზე პერსონალურ არქიტექტორთან | ინტერიერის დიზაინერთან –

ონლაინ არხით, უფასო 1 საათიანი კონსულტაცია (WhatsApp, Viber არხებით).

▶️ ART LINE GROUP -ის სერვისების შესახებ, დეტალური ინფორმაციისთვის, მიყევით ბმულს: ⤵️

https://artlinegroup.ge/services/29-interior-design.html

Art Line Group • არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment