fbpx

“ფულის დახარჯვა სწორად ისეთივე რთულია, როგორც მისი გამომუშავება”

ავტორი ნინო გონგაძე
2,095 ნახვა

1)ფულის მოგროვება სასარგებლო რამაა, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს უკვე მოახერხეს თქვენმა მშობლებმა.– (უინსტონ ჩერჩილი)

2)ადვილია ფული სთხოვო ღარიბს, ვიდრე მდიდარს.– (ანტონ ჩეხოვი)

3)უსარგებლოდ დახარჯული ფულის შემთხვევაში, ნაკლებად გექნება იგი აუცილებლობისათვის.–(ჰილონი)

4) ფული უნდა აკონტროლო, და არა ემსახურო მას.– (სენეკა)

5)ფული–ძალიან საჭირო ნივთია, განსაკუთრებით, როდესაც ის არ გაქვს.–(ერიხ მარია რემარკი)

6)თუ ფულში არ არის ბედნიერება, მაშინ ის დაურიგეთ მეზობლებს.–(ჯიულ რენარი)

7)მე შემიძლია ყოველი ჩემი გამომუშავებული მილიონი დავიანგარიშო, გარდა პირველისა.–(ჯონ როკფელერი)

8)კაზინო ეს ის ადგილია, სადაც უბრალო ადამიანს და მილიარდერს, შემთხვევის წყალობით ადვილად შეუძლიათ გახდნენ მილიონერები.–(ვლადიმირ ბორისოვი)

9)ფული ადამიანს აკისრებს პასუხისმგებლობას და ცვლის მის დამოკიდებულებას ახლობლებთან. -(ფრანკლინი)

10)ქალს შეუძლია ნებისმიერი მილიარდერი მამაკაცი მილიონერად აქციოს.–(ჩარლი ჩაპლინი)

11)თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს, თუ ჯამრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ყველაფერი დაკარგე.

12)მოხვეჭა სიმდიდრისა უფრო ადვილია, ვიდრე გონიერად გაფრთხილება მისი.

13)დრო ფულია, ოღონდ მაშინ, როცა დრო არ გაქვს.-(ფრენცელი)

14)სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა.-(გერმანული ანდაზა)

15)ფულის დახარჯვა სწორად, ისეთივე რთულია, როგორც მისი გამომუშავება. მომავალში ვაპირებ ფულის გააზრებულად გაცემას, თუ რა თქმა უნდა, კიდევ მექნება რამე გასაცემი. -(ბილ გეითსი)

16)არაფერი ისე არ ამშვიდებს და ათრობს ადამის მოდგმას, როგორც ფული. როცა ბევრი ფული გაქვს, სამყარო გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია.- (ანტონ ჩეხოვი)

17)ცუდ კომპანიაში ადამიანი მოხვდება ორ შემთხვევაში- როცა ფული არ აქვს და როცა მდიდარია. -(ო.ჰენრი)

18)ბანკი – ის დაწესებულებაა, სადაც შეგიძლია ფული ისესხო, თუ დაარწმუნებ, რომ ფული არ გჭირდება.-(მარკ ტვენი)

19)ფული იქმნება მანამ, ვიდრე იგი ზარმაცისა და მძარცველის ხელში მოხვდება – იქმნება პატიოსანი კაცის ძალისხმევით და პატიოსანი კაცი ისაა, ვინც ფიქრობს, რომ არ შეუძლია მოიხმაროს იმაზე მეტი, ვიდრე გამოიმუშავა.-( აინ რანდი)

20)თუ შენ გაქვს არასაკმარისი თანხები, უნდა შექმნა საკუთარი ბიზნესი. თუ ფული საერთოდ არ გაქვს, უნდა ჩამოაყალიბო ბიზნესი სასწრაფოდ, ახლავე. -(ჯონ როკფელერი)

21)ფული იმისთვისაა საჭირო, რომ მიხვდე რატომ არ არის მასში ბედნიერება. -(თაგორი)

22)თუ ბევრი ფული გაქვს, ნაცნობებიც ბევრი გყავს, რომლებთანაც ფულის გარდა არაფერი გაკავშირებს.-( ტენესი უილიამსი)

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment