fbpx

„იმოქმედე ან მოკვდი”- შუალედური მდგომარეობა არ არსებობს

ავტორი admin
2.4K ნახვა

„ბრძოლა, – ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ბუნება აიძულებს ადამიანს სრულყოს საკუთარი თავი, განვითარდეს და გახდეს უფრო ძლიერი.

დაბადებიდან – სიკვდილამდე, – ეს არის უწყვეტი ფირი, რომელზედაც ერთმანეთის მიყოლებით დაფიქსირებულია ბრძოლები, რასაც ვერცერთი ცოცხალი ადამიანი ვერ გაექცევა. დაბადება, პირველი ნაბიჯები,  პიველი სიტყვები, უმეცრების დაძლევა, ქონების დაგროვება, თანამდებობის შენარჩუნება, ბრძოლა არსებობისთვის…

სადაც არ უნდა გაიხედოთ,  ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძნელად თუ მოძებნით ერთ გარემოებას მაინც, რომელიც არ იყოს, ცალკე აღებული ინდივიდის თვითშენარჩუნებისკენ მიმართული. სწორედ, წინააღმდეგობა და მასთან  ბრძოლა აიძულებს ადამიანს, იყოს ფრთხილად, არ ჩაეფლოს თვითკმაყოფილებაში. აიძულებს იაროს წინ და იმოქმედოს.

ძალა, იქნება ეს ფიზიკური ,თუ სულიერი, არის ბრძოლის პროდუქტი.

სირთულეები  ჩნდება პერიოდულად, ყველას ცხოვრებაში.  მის გადასალახად  აუცილებელია ბრძოლა. თუ ამას შეძლებ, მოიპოვებ საკმარის ენერგიას, მიიღებ გამოცდილებას ახალი შესაძლებლობებისთვის. თუ გვინდა, რომ კუნთი იყოს ძლიერი, საჭიროა, რეგულარული ვარჯიში- “გირებით”. რა მოხდება, თუ არ ვამოძრავეთ კუნთები? იგი ატროფირდება და კვდება. ასევე მოსდის ჩვენს ცხოვრებასაც – თუ არ გადავლახეთ წინააღმდეგობები და არ ვიბრძოლეთ, სიცოცხლე დაკარგავს აზრს ანუ ატროფირდება და სიკვდილი გარდაუვალია.

დაიმახსოვრეთ:

ცხოვრების ყველა სფეროში, ატროფია და სიკვდილი მოდის უქმად ყოფნისაგან!

უსაქმურობა – ეს ერთადერთია რასაც ვერ გუობს ბუნება.

მაშ რა გამოდის?

ცვლილებები – ეს კანონზომიერებაა და მისი კანონების თანახმად, არსებობს ბრძოლის აუცილებლობა.

ბუნება გვეუბნება – „იმოქმედე ან მოკვდი”. შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. ყველაზე ძლიერი ხე არ არის ის, რომელიც ხარობს „დაცულ“ ტყეებში, არამედ- რომელიც ღიად დგას, უმკლავდება ქარს და უამინდობას.

ბრძოლის უმრავლესობა, რომელიც ცხოვრების მანძილზე გვეგზავნება, არ არის ადვილი დასაძლევი.

ნაპოლეონ ჰილმა გამოიკვლია ხუთასი უმდიდრესი და წარმატებული ადამიანის ცხოვრება, რათა ჩამოეყალიბებინა წარმატების ფორმულა. მან აღმოაჩინა – ისინი ვინც სხვებზე მეტად გახდნენ წარმატებულნი, სხვადასხვა სფეროში, მათი მიღწევების მასშტაბი  პირდაპირპროპორციული იყო იმ სიძნელეებისა და წინააღმდეგობებისა, რომელთა დაძლევაც მოუხდათ.

ყოველი წარუმატებლობა, ნეგატიური გამოცდილება – ეს არის შეფუთული სიკეთე, რომელსაც სჭიდება ამოცნობა და გაგება. წარუმატებლობა და დამარცხება ეს ის ენაა, რომელზეც გველაპარაკება სამყარო, მის გარეშე არ ხდება მიზნის მიღწევა.

ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას იმდენად, რამდენადაც შესწევს ძალა გაუმკლავდეს გამოწვევებს.

რაზე გადის წარმატების გზა?

ცხოვრებაში მიზნისკენ სვლისას, ორი ფაქტორია: ერთი მდგომარეობს იმაში, რომ  დროებითი წარუმატებლობები გარდაუვალია, მეორე – ყოველ დამარცხებაში შეიძლება აღმოაჩინოთ ყლორტი, ტოლფასი იმ შესაძლებლობების, რომელიც  მასშია დამალული.

იმისათვის, რომ ცხოვრების ფირმა იტრიალოს და კიდევ ბევრჯერ ასახოს ბრძოლის კადრები, აუცილებელ პირობას წარმოადგენს მიზნის პოვნა, მისი დასახვა და  შემდგომ მოქმედება.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მატერიალურ სამყაროში ჩვენდა დაუკითხავად, თავი იმიტომ ამოვყავით, რომ უნდა მოხდეს, ჩვენი ინდივიდის პოტენციალის ამოქმედება იმ მიზნისთვის, რომელიც ცილდება ჩვენს პირად სიამოვნებას და სურვილებს.

გავართმევთ რა თავს, ამ ურთულეს ამოცანას, რასაც ჰქვია მიზნის პოვნა – ჩვენ ვეგუებით, რომ საჭიროა ბრძოლა და მოთმინება. ვიღებთ, რა ამ გამოწვევას, ბრძოლას განვიხილავთ, როგორც შესაძლებლობას, უფრო მაღალი და უკეთესი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, რომელშიც ვიმყოფებით დღეს.

გისურვებთ წარმატებებს!    

სიყვარულით და პატივისცემით თამარ კვარაცხელია

თემა მომზადდა ნაპოლეინ ჰილის „იფიქრე და გამდიდრდი-“-ის მიხედვით

წყარო: zrda.wordpress.com

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment