fbpx

ყველაზე კარგი გზა მიაღწიო საწადელს (იგავი)

ავტორი admin
707 ნახვა

დიდი ხნის წინ, ბრძენთან მივიდა კაცი და ეუბნება, რომ ვერა და ვერ პოულობს ისეთ გოგოს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდა და შექმნიდა მასთან ერთად იდეალურ ოჯახს.

როგორი ქალი გინდა ცოლად? – იკითხა ბრძენმა

კაცი ცოტა ხნით დაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– ვოცნებობ ისეთ ქალზე, რომელიც იქნება მოსიყვარულე, ბრძენი, პასუხისმგებლობის გრძნობით, მხიარული, თბილი, გამგები,  მგრძნობიარე, ნაზი, უმშვენიერესი, უკეთილშობილესი, ძლიერი და დამოუკიდებელი – როგორ მოვიქცე?

ბრძენმა უყურა ცოტა ხანს და უთხრა:

–  მე ვიცი აბსოლუტურად სანდო, მაგრამ ძალიან, ძალიან რთული ხერხი. მისი საშუალებით შენ შეხვდები სასურველ ქალს.

– და რაში მდგომარეობს? თუ  გამიმხელ, მოგცემ ყველაფერს რაც გამაჩნია!

– მე არაფერი მინდა – უპასუხა ბრძენმა – მხოლოდ, მომეცი პირობა, რომ გამოიყენებ ჩემს რჩევას.

კაცმა მისცა პირობა და უთხრა, რომ გააკეთებდა ყველაფერს რასაც ბრძენი ეტყოდა.

– თუ შენ გინდა შეხვდე ქალს, რომელიც იქნება  მოსიყვარულე, ბრძენი, პასუხისმგებლობის გრძნობით, მხიარული, თბილი, მგრძნობიარე, ნაზი, უმშვენიერესი, გამგები, გულკეთილი, ძლიერი და დამოუკიდებელი – მაშინ საწყის ეტაპზე, შენ თავად უნდა გახდე მსგავსი თვისებების მატარებელი. მხოლოდ, ასე იპოვი მას.  როცა, ყველაფერს გააკეთებ და მაინც ვერ შეხვდები, მაშინ, ამას აღარ ექნება უკევე მნიშვნელობა.

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment