fbpx

“სადღაც მიძინებული ქალურობა და სექსუალურობა იღვიძებს და” …

ავტორი ჟოლო
1213 ნახვა
0 კომენტარი
5

ყოველთვის ასე იწყება ხოლმე, უბრალო ზარით ან sms-ით…

გაგრძელება?

გაგრძელებაა მთავარი…

და ჩემს პირდაპირ ზის ქალბატონი: ლამაზი, ჭკვიანი, სევდიანი… საოცრად სევდიანი…

ეს სევდა ყოველთვის იკითხება თვალებში. მიუხედავათ განსხვავებული ასაკისა, ვიზუალისა, თვალის ჭრილისა და ფერისა მათ ერთნაირი თვალები აქვთ, თვალები თუ მზერა.

პირველი ხუთი წუთი დაძაბულია, არ იცის საიდან დაიწყოს… ყოველთვის მე ვიწყებ საუბარს, ინტერესი უნდა გამოვიწვიო, უნდა გავაბა ჩვენ ორს შორის ნდობის უხილავი ძაფი… უნდა მენდოს, რომ მომიყვეს, მომიყვეს ამ სევდიანი თვალების მიზეზი…

უნდა მენდოს, რომ დახმარება შევძლო…

მერე?

მერე ცრემლებია…

ზღვა ცრემლები, ცრემლების ოკეანე…

ხშირად მიფიქრია: – როგორ იტევს ერთი ადამიანი ამდენ დარდს, ამდენ ტკივილს, სევდასა და ცრემლს?

და მაინც საიდან ჩდება ცრემლი?

ალბათ ტკივილიდან, ძლიერი ტკივილიდან. აი ისეთი ტკივილიდან, სულს რომ ბზარავს და ნამსხვრევებად აქცევს.

შემდეგ?

შემდეგ ამ სულის ნამსხვრევებს სათითაოთ, სასოებით ვაგროვებთ და ვაწებებთ.

თითქოს სული მთელდება, მაგრამ მაინც ეშინია…

ნელ-ნელა შიშებიც მიდის.

მოდის პატიება, მადლიერება, მიმღებლობა.

მერე? მერე ხიდებია აღსადგენი, ნარნარა ნდობისა და სიყვარულის ხიდები. სადღაც მიძინებული ქალურობა და სექსუალურობაც იღვიძებს და …

და ხვალ ახალი დღეა… და მას უყვარს… უყვარს საკუთარი თავი…

თვალები?

თვალები აღარ არის სევდიანი.

თვალები იმედიანია, სხვანაირი შუქით კიაფობს, სხვანაირად ელავს.

ბოლოს სიცილია, ბევრი სიცილი, მადლობა… მიყვარხარ… ნახვამდის…

ჩემი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა …

ტკბობა მიღწეული შედეგით…

და მერე?

მერე, სხვასთან უნდა გავაბათ ნდობის უხილავი ძაფი.

ახლა დილის ექვსი საათია. ვზივარ ფანჯარასთან ჩაის ფინჯნით ხელში.

მზეს ვესალმები, ვუგზავნი მას სიყვარულსა და მადლიერებას.

თბილისს სძინავს, სძინავს ქვეყანას…

და აი აქ, ამ ქვეყანაში, ძალიან ბევრს თუ არა რამდენიმე გოგოს მაინც სძინავს მშვიდად. დილით ბედნიერი გაიღვიძებს და უბრალოდ გაუღიმებს სამყაროს. იმიტომ, რომ ასე უნდა. იმიტომ, რომ ასე ვასწავლე…

და ამ მშვიდ ძილში… და მათ ღიმილში… სულ, სულ ცოტა მაინცაა ჩემი წვლილი…

და აი ამისათვის, თუნდაც ამისათვის ღირდა დაბადება!!!

P.S. ვუძღვნი ყველა გოგოს, ვისთანაც პირად ცხოვრებაზე/ღალატზე მიმუშავია…

მიყვარხართ მე თქვენ!!!

თამარ ქურდაძე ალ მოჰაისენ

სინTEზი

0 კომენტარი
5

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი