ჩემი საყვარელი ფრაზაა: თუ ქალი ბედნიერია, ოჯახიც ბედნიერია.
სულ ოციოდე წლის წინ ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ ეს ბედნიერება უმეტესწილად, ჩვენზეა დამოკიდებულია.
ახლა ყველა მეორემ იცის.
მაგრამ ცოდნა საერთოდ სხვაა, გაკეთება – სხვა.
საკუთარი თავის ცოდნა, იმის ცოდნა, როგორ იქმნება მოვლენები, უფრო სწორად, როგორ ქმნი მოვლენებს შენს ცხოვრებაში და როგორ მართო ისინი, იძლევა უზარმაზარ თავისუფლებას:
არჩევანის თავისუფლებას, ✅️✅️
ნებისმიერი არჩევანის თავისუფლებას, ✅️✅️
მოქმედების თავისუფლებას…✅️✅️
მსხვერპლი იმიტომ არის მსხვერპლი, რომ მსხვერპლობა აირჩია.✅️❌️
საწყალი იმიტომ არის საწყალი, რომ საწყლობა აირჩია, ✅️❌️
თავისუფალი იმიტომ არის თავისუფალი, რომ თავისუფლება აირჩია. ✅️❌️
უმეტესად, ეს გაუცნობიერებელი არჩევანია.
და საკუთარი თავის ცოდნა სწორედ იმის არჩევის თავისუფლებას გვაძლევს, როგორი გვინდა ვიყოთ, ✅️✅️
როგორ გვინდა ვრეაგირებდეთ მოვლებეზე,✅️✅️
როგორ გვინდა ვექცეოდეთ საკუთარ თავს✅️✅️
და როგორ გვინდა გვექცეოდნენ.✅️✅️
შეიძლება ადამიანს მოწონს მსხვერპლობა, მაგრამ სულ სხვაა მსხვერპლი, რომელსაც გონია, რომ გარემოებების მსხვერპლია და სულ სხვაა – როდესაც ის აცნობიერებს, რომ მოსწონს ასე გამუდმებული წუწუნის და ჩაგრულის მდგომარეობაში ყოფნა, რომ ამაში არის რაღაც მისთვის ტკბილი და საჭირო, რასაც სხვა გზით ვერ ღებულოს, მაგალითად, ყურადღება. ესეც მისი არჩევანია.
აღიარებული არჩევანი. 👏👏ესეც თავისუფლებაა – არჩევანის თავისუფლება. სხვა საკითხია, რატომ ვერ ახერხებს მიიღოს სხვა გზით ის სარგებელი, რასაც წუწუნით ღებულობს, თუ მოინდომებს, ამასაც მიხვდება და შეცვლის კიდეც. მაშინ მსხვერპლობის საჭიროებაც აღარ იქნება.
ქალებო, დედებო,🌻🌲🌺🍀🌹🌳🌷🌴🌿🌼☘️🌞 სამყარო დგას თქვენს მხრებზე.
დღეს სამი მარტია. მერე რვა მარტი მოდის.
საჩუქრებს დროა. კარგია ყვავილი, კარგია სუნამო, მით უმეტეს, კარგი სუნამო, კარგია სამკაული…
🌺🌻😊❤️💃💜🙏❤️😊🌸🏵🌳🌷
მაგრამ თუ ქალი უბედურია, დასტრესილია, დეპრესიულია, მსხვერპლია, ქრონიკულად დამნაშავეა… ანუ თუ ქალი ჩამქრალია, მას ვერანაირი სამკაული ვერ გააცოცხლებს.😟
მხოლოდ შინაგანი მდგომარეობის შეცვლას შეუძლია გააბრწყინოს ქალი შიგნიდან ისე, რომ გარედან ყველამ შეამჩნიოს მისი ნათება.🌞🌞🌞🌞🌞
შეგნებულად არ ჩავსვი ბრჭყალებში ეს სიტყვა, იმიტომ რომ ისინი მართლაც ნათებას იწყებენ, როცა იშორებენ იმ ფენებს, რაც მათ შინაგან სინათლეს ადევს ჯერ საუკუნეების მანძილზე (საგვარეულოდან გამომდინარე), მერე წლების მაძილზე – ბავშვობის ტრავმებით შექმნილი და საკუთარი გამოცდილებით “გადაბინდული”.
უყიდეთ საკუთარ თავს საჩუქრად ამ ფენების მოცილების შესაძლებლობა, 💃
უყიდეთ ერთმანეთს საჩუქრად არჩევანის თავისუფლება, 💜
უყიდეთ დედებს შინაგანად გაბრწყინების შანსი…🙏
ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ ვერც საკუთრი თავისთვის და ვერც სხვებისთვის.
აუცილებელი არ არის ეს ჩემი წიგნები იყოს (თუმცა ეს კარგი არჩევანია, თანაც მარტის აქციებით – ყველაზე იაფიანი საჩუქრის ფასად). ასეთი ცოდნა უამრავია ახლა, ლამის ყველა მოსახვევში იყიდება:)) რომელიც გინდათ, ის უყიდეთ.
ოღონდ მხოლოდ ჩუქება და წაკითხვა ან მოსმენა არ კმარა – გა-ნა-ხორ-ცი-ე-ლეთ!!!!✅️✅️
აქციეთ ენერგია მატერიად, როგორც ელპოტშია,✅️✅️🌿💃💃💃💃
შემოაბრუნეთ თქვენი ცხოვრება სინათლის მხარეს, როგორც სამასმეერთეშია🌞🌞🌞🌺✅️✅️
და იბრწყინეთ საკუთარი თავის და ყველას გასახარად.
კმარა, მიზეზების ძებნა!❌️
კმარა სხვებისკენ თითის გაშვერა!❌️
კმარა სხვის თვალში ბეწვის ძებნა!❌️
ეს არ არის ბედნიერბისკენ სავალი გზა. და გავიდა ცხოვრება.
იბრწყინეთ დედებო, თქვენს შვილებს ყველაზე უკეთ ასე დაეხმარებით.💜
თუ ქალი ბედნიერია, ქმარშვილიც ბედნიერია, ქვეყანაც ბედნიერია, სამყაროც ბედნიერია.
ნუ მოაკლებთ სამყაროს ამ შანსს – გახდეს უფრო ლამაზი, უფრო ნათელი, უფრო კარგი თქვენი მეშვეობით. მას სხვა გზა არ აქვს, – ნათელი სამყაროსკენ სავალი გზა თვითეულ ჩვენგანზე გადის.:)💜
თამარ საგინაშვილი
წიგნების შესაძენად გადადით ბმულზე და დაუკავშირდით თამარს Tamar Saginashvili
