fbpx

მარტივი დავალება, – როგორ გავთავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან

ავტორი ჟოლო
6.6K ნახვა

როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან და როგორ გადავიდეთ პოზიტიურ ტალღაზე, – ძალიან მარტივი ხერხი და რჩევა ფსიქოლოგისგან. ინგა ედილაშვილი ამ „დავალების“ შესრულების შემდეგ სიმსუბუქესა და სიმშვიდეს გვპირდება.

ინგა ედილაშვილი: ცხოვრებაში ხდება ხოლმე ისეც, რომ გაღიზიანებული ადამიანები ერთმანეთზე ანთხევენ უარყოფით ემოციებს. რა ხდება ამ დროს? ვნერვიულობთ, ვიძაბებით, ვბრაზდებით, გვტკივა და ბოლოს ნეგატიური მუხტი შეიძლება იმდენად შემოიჭრას ჩვენს ცხოვრებაში, რომ დეპრესიაშიც ჩავვარდეთ.  

მ ა გ ა ლ ი თ ა დ

სიტუაცია სამსახურში:

თქვენი უფროსი სახლში გააბრაზა ოჯახის წევრმა, შემდეგ მოვიდა უხასიათოდ სამსახურში და მოულოდნელად პირველი თქვენ შეეფეთეთ. მას კი რატომღაც სწორედ ახლა გაახსენდა, რომ თქვენ გასულ კვირას სათანადოდ არ შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, მაგალითად არ დარეკეთ ერთ ადგილას. უფროსი იწყებს უკმაყოფილების გამოთქმას და მთელს თავის ნეგატივს  თქვენზე ანთხევს.

რა ხდება ამ დროს? – თქვენ ვერ სცემთ პასუხს და გიწევთ ამ ნეგატივის, ამ უარყოფითი ენერგეტიკის მიღება და შენახვა.

ან

სიტუაცია ტრანსპორტში :

ტრანსპორტში ამოდის მგზავრი, რომელიც მთელს ქვეყნიერებაზეა განაწყენებული, მძღოლმა დაამუხრუჭა და თქვენ შემთხვევით დაეჯახეთ მას.

ის უნებურად თქვენს ლანძღვას იწყებს…

რა ხდება ამ დროს? –  თქვენ ან გასცემთ პასუხს ან არა, მაგრამ ორივე შემთხვევაში, თუნდაც ბოდიში მოუხადოთ, თქვენზე გადმოდის მისი ნეგატივი…

სიტუაცია მარკეტში:

მარკეტში პროდუქტის საყიდლად შესულს გხვდებათ გამყიდველი, რომელიც თქვენს მისვლამდე ნახევარი საათით ადრე გააბრაზა მომხმარებელმა… გაბრაზებული გამყიდველი იმდენად უხეშად გემსახურებათ, ერთი სული გაქვთ როდის შეიძენთ პროდუქტს და გამოექცევით.

სიტუაცია სახლში:

მოხვედით სახლში, სადაც დაგხვდათ ცოლი, რომელიც გაანერვიულა შვილმა, ის უხასიათოდაა, გხვდებათ ცივად, არ გაქცევთ სათანადო ყურადღებას, შეიძლება გიყვიროთ კიდეც და გამოთქვას მთელი სერია უკმაყოფილებისა თქვენი და ცხოვრების მისამართით.

რა ხდება ამ დროს? ისევ ნეგატივი … ნეგატიური ენერგია კი დროთა განმავლობაში გროვდება თქვენს სხეულსა და გონებაში და ორგანიზმი ავადდება.

ახლა კი კარგი ამბავი

გასწავლით ყველაზე იოლ გზას, თუ როგორ განთავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიებისგან, ეს ძალიან ადვილია:

განვმარტოვდეთ, ავიღოთ საწერ-კალამი და თაბახის ფურცელი, გავიხსენოთ ყველა ის წყენა, ის ნეგატივი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა ადგილი და დაწვრილებით დავწეროთ ყოველივე. შეეცადეთ არაფერი გამოგრჩეთ. როდესაც დარწმუნდებით, რომ ყველაფერი გადმოიტანეთ ფურცელზე, აიღეთ ეს ფურცელი და დიდი სიამოვნების განცდით, დიდი ემოციით ნაწილაკებად დააქუცმაცეთ და წყალს გააყოლეთ.

რამდენიმე წუთში სიმსუბუქის განცდა დაგეუფლებათ.

სიმშვიდეს და ბედნიერებას გისურვებთ

ინგა ედილაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment