fbpx

რეცეპტები მათთვის, ვისაც ესაჭიროება რაიმეს სწრაფად  შესწავლა

ავტორი ჟოლო
1,828 ნახვა

სწრაფად სწავლის 14 ხერხი

მნიშვნელობა არ აქვს გინდათ  უცხო ენას დაეუფლოთ სამ თვეში, თუ ჟონგლიორობა ისწავლოთ ორ დღეში, ეს არის რეცეპტები მათთვის, ვისაც ესაჭიროება რაიმეს სწრაფად  შესწავლა.

 

1. ბაზისური სისტემა, რომელიც შედგება ოთხი პრინციპისგან და რომლის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ახალი უნარის შესაძენად: ანალიზი, შერჩევა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა, სამომავლო მოტივაცია.

მაგალითად: გააანალიზეთ უცხო ენა, რომლის შესწავლასაც გეგმავთ, გამოყავით უმთავრესი, გათვალეთ ნაბიჯები და შეაფასეთ, თუ რატომ გინდათ ამ ენის შესწავლა.

2. გააანალიზეთ თქვენს წინაშე მდგომი ამოცანა და  განსაზღვრეთ, თუ რაზე უნდა მოახდინოთ კონცენტრირება.

დაყავით პატარ პატარა ნაწილებად, ასე უფრო მოსახერხებელია.

3. დაიწყეთ სწრაფი მეთოდებით.

4. დანაწევრება და მარტივი შემადგენელი ნაწილების აღმოჩენა ბევრად გაგიადვილებთ საქმეს.

5. იპოვეთ ადამიანი, რომლებიც უკვე წლებია ამით არის დაკავებული, დაელაპარაკეთ მას. ჰკითხეთ მას საუკეთესო მასწავლებლების შესახებ, მისი გავლილი გზისა და რჩევების შესახებ.

6. წაიწიეთ წინ მინიმალური დოზით. პატარა ნაბიჯების წესად ქცევა ბევრად მარტივია, ასე ბევრად ნაკლებია შანსი, რომ შუა გზაზე მიატოვოთ თქვენი მიზანი.

7. ნუ გადაღლით მეხსიერებას ერთდროულად ბევრი რაღაცის დაზეპირებით.

8. ეცადეთ გამოიყენოთ ახალ-ახალი მეთოდები, ყველაზე პოპულარულის ნაცვლად.

9. ჩამოიშორეთ რაც შეიძლება მეტი ვარიანტი. ასე თქვენ ბევრად ნაკლებ დროს დახარჯავთ და გაცილებით მალე მიიღებთ გადაწყვეტილებას.

10. აღიარეთ, რომ გაქვთ პრობლემები დისციპლინასთან, დაისახეთ რეალური შედეგები, რაც დადგება, თუ ვერ გაართმევთ თავს დავალებას.

11. სწავლისას ყურადღებით ადევნეთ თვალყური ყველაზე მნიშვნელოვან წერტილებს. თავდაპირველად თქვენ ძალიან ბევრ მასალას ითვისებთ ერთდროულად, რაც გართმევთ ძალას. შემდეგ თქვენ ხდებით გაცილებით ნელები და ბევრად უფრო გიძნელდებათ ათვისება. შემდეგ კი შესაძლოა შეჩერდეთ, ეს არის გარდატეხის მომენტი, კრიტიკული წერტილი.

12. თვალი ადევნეთ თქვენს მახსოვრობის უნარს. ის იმახსოვრებს მეცადინეობის დასაწყისსა და დასასრულში. გაყავით ყოველი გაკვეთილი ორად, რათა შეამციროთ შუალედური დრო. არსებობს რესტორფის ეფექტი, როდესაც ობიექტი, რომელიც სხვებისგან განსხვავებულია უფრო მეტად გვამახსოვრდება. სწორედ ამიტომ უნდა გაამრავალფეროვნოთ გაკვეთილები, ისინი არ უნდა იყოს მონოტონური, საჭიროა შესვენებები.

13. იზრუნეთ უსაფრთხოებაზე, დარწმუნდით, რომ თუკი რაღაც ისე ვერ წავა როგორც გსურდათ, მაინც შეძლებთ სასურველი და კარგი შედეგის დადებას.

14. ისწავლეთ გამოჩენილი და ამავ დროს სწორი, კარგი ადამიანებისგან, ყოველ მათგანს აქვს ტექნიკები, რომლებსაც მოაქვთ შედეგი.

© ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment