fbpx

არ ხარ პასუხისმგებელი ვინმეს ბედნიერებაზე !

ავტორი ჟოლო
2K ნახვა

გაიგე ეს ახლავე: შენ არ ხარ ვინმეს ბედნიერებაზე პასუხისმგებელი. შენ არ ხარ ვინმეს უბედურების მიზეზი. მწარე გაკვეთილია, თუმცა ყველაფრისგან მეტნკლებად გამანთავისუფლებელი.

ამის მიუხედავად, შეგიძლია იზრუნო, მოუსმინო, მიიღო გარშემო ადამიანების ტკივილი და ღრმა თანაგრძნობა გამოხატო მათ მიმართ. შენ ისიც შეგიძლია, აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა (რაც არ გულისხმობს, დანაშულის გრძნობას) იმაზე, რაც ოდესღაც გითქვამს ან გაგიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. შეგიძლია, იტანჯებოდე შენი გრძნობების და აზრების გამო, მაგრამ შენ არ ხარ მიზეზი, გარშემო ადამიანების ტანჯვის. მიუხედავად იმისა, რამდენსაც არ უნდა ტიროდნენ, ყვიროდნენ, გადანაშაულებდნენ და ამით, ცდილობდნენ აგკიდონ „შეცოდების გრძნობა“. 

ასეთ დროს, შეგიძლია მათ შესთავაზო შენი სიმართლე, რჩევა, შენი წამალი… მაგრამ შენ არ ხარ დამნაშავე.

ადამიანები გადიან თავის ცხოვრების გზას და შენც მიდიხარ შენი გზით.

მათი ბედნიერება ეს – მათი თავგადასავალია, ხოლო შენი ბედნიერება – შენი თავგადასავალი. 

შენ ხომ ხედავ, ჭეშმარიტი ბედნიერება არ შეიძლება მისცე ან უკან დაიბრუნო. ჭეშმარიტი ბედნიერება – ეს წყაროა. ეს ყოფნაა. ეს, პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანის გარეშე, საკუთარი გამოცდილების ათვისების მზაობაა. ეს მზაობაა, სიყვარული იპოვო შენს ამოსუნთქვაში, ყოველ სიხარულის ან ტანჯვის განცდებში, ბედნიერებაში ან მოწყენილობაში. ყოველ გულის ფეთქვაში, ყოველ ხმაში, ყოველ ვნებიან სურვილში, ყოველ წმინდა ცხოვრებისეულ მომენტში. 

შენ ხარ ცოცხალი.

ჯეფ ფოსტერი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment