fbpx

„კარგი“ აზრებიდან, გულის კარამდე

ავტორი ჟოლო
964 ნახვა

დაკვირვებულხართ საკუთარ თავს:
რამდენი ხანი ფიქრობთ „კარგ„ რამეზე?
….
სწორედაც …
ადამიანი იმდენ „კარგს“ ღებულობს, რამდენსაც ფიქრობს.
მხოლოდ, როცა გულით ფიქრობს…

როგორ, გულს ფიქრი შეუძლია?

გულის ყური,
გულითადი საუბარი,
გულით ხედვა,
გული შეიგრძნობს განსაკუთრებით.

ეს, რომ შეძლო ამისთვის უნდა გახდე სამყაროს მოგზაური, რომლის მარშრუტი გარეგანი სამყაროდან, შინაგანისკენ გაიწერება.
როდესაც, გულის კარს შეაღებ, ჭეშმარიტებას ეზიარები, შეიგრძნობ, ხედავ, საუბრობ და გესმის სხვაგვარად…
გულის კარი უძველესია.
სიძველისგან ჟანგმორეულიც…
აუცილებლად მოარგებ გასაღებს, გახსნი და სიფრთხილით შეხვალ.

გულის კარის გასაღები – „კარგი“ აზრებია!
მისკენ გზა, უპირობო სიყვარულზე გადის.

ასე, გასაღებ მომარჯვებული მეგზური, მიადგები გულის კარს.
იქ შესული დაეწაფები პირველწყაროს…
იქ სხვა სამყაროა, სხვა ფერთა სიუხვე…
იქ ეზიარები იმ სამაყროს წესებს,
ნისლს გაყვება პასუხგაუცემელი კითხვები…
ადრინდელი შეხედულებები ქვიშის კოშკივით ჩამოიშლება
და ჩნდება ახალი სიმაღლეები…
კიდევ ახლოს ცდილობ მიხვიდე სინათლესთან…

და ეს ყველაფერი გულშია…
და ყველაფრი იწყება მხოლოდ „კარგი“ ფიქრებიდან – – კარგი აზრები საკუთარ თავზე, ადამიანებზე, გარემოებებზე და სრულიად სამყაროზე.

რამდენი ხანი ფიქრობთ „კარგ“ რამეზე?

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment