fbpx

ვიზუალიზაციის ძალა – „ქვეცნობიერს შეუძლია ყველაფერი“

ავტორი admin
3K ნახვა

წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია მიზნებსა და საკუთარი თავის რეალიზებაზე საუბრობს… თქვენ შეიტყობთ: რატომ უნდა დაისახოს ადამიანმა მიზანი, რისთვის არის საჭირო ვიზუალიზაცია, რით განხვავდებიან წარმატებული და წარუმატებელი ადამიანები ერთმანეთისგან? რა ხდის ადამიანს, წარმატებულს?

თამარ კვარაცხელია: ერთ-ერთი წესი წარმატების მიღწევის – ვიზუალიზაციაა. დღეს, სწორედ, ამაზე ვისაუბრებ. ის არ არის ყველაფერი, რაც სჭირდება სასურველის მიღებას, მაგრამ მის გარეშე წარმატება, არ-ან ვერ იქნება. არ გეყოფათ მოტივაცია, შეგიმცირდებათ შთაგონება,  შეგერყევათ რწმენა… ერთი სიტყვით, გჭირდებათ საწვავი, ხოლო წარმოსახვა- ამაში დაგეხმარებათ.

„ყველაფერი მე მაქვს თავში“ – ამბობს არნოლდ შვარცნეგერი. მულტიმილიონერი წარმატებული მაგნატი, უძრავი ქონების ბაზარზე, კინოვარსკვლავი, კულტურისტი, 5-ჯერ „მისტერ სამყაროს“ ტიტულითაა დაჯილდოებული, მაგრამ, ასე არ იყო ყოველთვის… მას ახსოვს, როცა  არ ჰქონდა არაფერი-გარდა მყარი რწმენისა.

მას სწამდა, რომ გონება გასაღებია ყველა გეგმის განხორციელებისათვის.

„ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა წარმოვიდგენდი თავს ისეთად, როგორიც მინდოდა გავმხდარიყავი. ჩემს აზრებსა და ფიქრებში არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ზუსტად ასეთი ვიქნებოდი. სანამ პირველ პრიზს მომანიჭებდნენ „მისტერ სამყარო“-ზე, უკვე მქონდა წარმოდგენილი ამ ტურნირზე მოგება და  მთავარი პრიზის მოპოვება. ყოველივე იმდენად მქონდა  წარმოდგენილი, ეჭვიც  არ შემპარვია, რომ ასეც იქნებოდა. იგივე მოხდა ჩემს კარიერაში, კინოში. წარმოვიდგენდი ხოლმე თავს ნიჭიერ მსახიობად, რომელიც გამოიმუშავებს უამრავ ფულს. პირდაპირი მნიშვნელობით, ვხედავდი წარმატებას, შევიგრძნობდი მის გემოს,  მაგრამ  არ ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა“ – ამბობს ის.

მუშაობს კი წარმოსახვა? თავს ხომ არ ვიტყუებთ ?– მეკითხებიან ხოლმე – ეს ხომ რეალურთან ახლოსაც არ არის? იმედგაცრუებული რომ დავრჩე?

„ნებისმიერი აზრი რომელიც წარმოიშობა გონებაში, მყარდება იქ და ადრე თუ გვიან იქონიებს გავლენას  თქვენს ცხოვრებაზე.“ – ამბობს ჯონ კეხო თვის წიგნში —„ქვეცნობიერს შეუძლია ყველაფერი“.

ჩატარდა შემდეგი სახის ექსპერიმენტი:

ერთ—ერთი საკალთბურთო გუნდი დაიყო 3 ჯგუფად. თითოეული ჯგუფის მოთამაშის შედეგები განსაზღვრეს და ჩაწერეს.

პირველი ჯგუფი— ყოველდღე დადიოდა დარბაზში და ვარჯიშობდა.

მეორე ჯგუფი— საერთოდ არ ვარჯიშობდა.

მესამე ჯგუფი—დაკავებული  იყო განსაზღვრული ვარჯიშით: სპორტსმენები არ დადიოდნენ დარბაზში, არამედ —რჩებოდნენ თავიანთ ოთახებში და დაკავებულნი იყვნენ წარმოსახვით, რომ თითქოს იყვნენ დარბაზში და ვარჯიშობდნენ ნახევარი საათით დღეში, ისინი ხედავდნენ საკუთარ თავს, თუ როგორ აგდებდნენ ბურთს კალათში და იმარჯვებდნენ, გამანადგურებელი ანგარიშით. ეს „გონებით“ ვარჯიში მიმდინარეობდა ყოველდღე.

ერთი თვის შემდეგ სამივე ჯგუფი შეამოწმეს ხელახლა. პირველმა შედეგი გააუმჯობესა  24%-ით.

მეორეში – გაუმჯობესება არ იყო.

მესამეში – გაუმჯობესება იყო დაახლოებით იგივე,  როგორც რეალური ვარჯიშის დროს.

კიდევ ერთი მაგალითი:

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ლიმონი, კარგად შეეცადეთ შეათვალიეროთ. წარმოიდგინეთ, რომ ხელში გიჭრავთ და გიწევთ მისი ჩაკბეჩა.

გადადით შემდეგ ქმედებაზე: წარმოიდგინე, რომ ჩაკბიჩე. ამ დროს დააკვირდი შენს შეგრძნებებს?

ქვეცნობიერისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ სინამდვილეში ჩაკბიჩეთ ლიმონი, თუ — წარმოსახვით. ის მაინც თავის საქმეს აკეთებს – იწყება ნერწყვის ინტენსიურ გამოყოფა, გაგაჟრიალებთ და ა.შ.

მიზნებთან და ოცნებებთან მიმართებაშიც ასე ვიქცევით – წარმოვიდგენთ და შევიგრძნობთ.

ვიზუალიზაცია – აზრობრივი წარმოსახვაა, გათამაშება მოვლენებში, რომელიც ჯერ არ მომხდარა. საკუთარი თავის ნახვა – იქ, თქვენს შესრულებულ მიზნებთან. ეს არის შემოქმედებითი პროცესი, როცა ადამიანი უკვე წარმოიდგენს, რომ აკეთებს ან ფლობს იმას, რისკენაც ისწრაფვის. გრძნობების და განცდების დონეზე წარმოსახვა, მოგვიანებით ქმნის რეალობას.

ქოუჩ სესიებზე მთხოვენ  გავაცნო ტექნიკები, რომლებიც დაეხმარებათ მათ, განავითარონ რწმენა საკუთარ თავში, წარმოსახვის გამოყენებით.

გთავაზობთ, ძალიან მარტივ საშუალებას. ამისათვის საჭიროა – თავი წარმოიდგინოთ საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ჩადიხართ თამამ საქციელს, თავისუფლად ესაუბრებით სხავადასხვა ადამიანებს.

გაიხსენეთ რთული სიტუაცია, რომელიც გაქვთ სამსახურში და წარმოიდგინეთ ამ სიტუაციაში, როგორ  მოქმედებთ თავისუფლად, გაბედულად და აღწევათ წარმატებას. შეგიძლიათ, ისიც კი წარმოიდგინოთ, თქვენი კოლეგები და მეგობრები, როგორ გეუბნებიან კომპლიმენტებს. თქვენ ხართ ამაყი საკუთარი თავით და კმაყოფილი, რადგან ხართ პიროვნება, როგორზედაც ოცნებობდით, თქვენში მოხდა ცვლილებები.  წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, რომ გქონდეს უკვე ის, რაც ასე გინდათ.

იფიქრეთ, უფრო მეტად შედეგზე და არა იმაზე, როგორ შეიძლება ამას მიაღწიოთ. ესეც აუცილებელია, მაგრამ მოგვიანებით, როცა სურათები მკაფიოდ ჩამოგიყალიბდებათ.

ერთის მხრივ, თქვენ იცით და ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჯერ არ არის რეალობა. მაგრამ, მეორე მხრივ, აზრობრივი სურათები, რომლებსაც ხატავთ და სისტემატიურად ფიქრობთ, საფუძველს ჩაუყრის იმ რეალობას, რომელშიც გსურთ ყოფნა. მიზნებამდე მისასვლელად, დაგეგმვა და მოქმედება დაგრჩებათ.

გუშინ, კითხვა დამისვეს «იმედის» არხის სატელევიზიო პროგრამაში: ხდება თუ არა ისე, რომ ადამიანები მხოლოდ ახდენენ სასურველის ვიზუალიზაციას და მათ ჰგონიათ, რომ ოცნება თავისით აუხდება?

ხდება ხოლმე — (ამის, პირად მაგალითებიც მაქვს ცხოვრებაში), მაგრამ… არსებობს ერთი მაგრამ… გააჩნია, თქვენ რა გინდათ. არის მიზანი რომლის განხორციელება აბსოლუტურად სამყაროს უნდა მიანდო (გაშვების თეორია), მაგრამ მანამდე, ნამდვილად უნდა იცოდე რა გინდა, ფრთხილი და სწორი ფორმულირება სჭირდება მიზანს.

მეორე, არსებობს მიზნები სადაც აუცილებლად „ხელის განძრევა“, გონების დაძაბვა, კონცენტრაცია, თვითდისციპლინა და სხვადასხვა უამრავი წარმატებისთვის საჭირო თვისებები დაგჭირდებათ.

მე ვერ დაგპირდებით, რომ მხოლოდ ვიზუალიზაციით თქვენი სურვილები ახდება, მაგრამ გპირდებით, თუ გაერკვევით თქვენს სურვილში და მზად იქნებით მისთვის გაიღოთ, რასაც ის მოითხოვს – მოვლენები და გარემოებები აეწყობა ისე, რომ შესძლებთ თქვენი მიზნების განხორციელებას.

თქვენი აზრები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ. ხოლო, წარმოსახვა არის რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს ადამიანის ცხოვრებაზე.

უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული წარმატების წესებსა და კანონებზე, სემინარების და ტრენინგების რიცხვი კარგა ხანია ამერია, პრაქტიკაში ვიყენებ ამ ყოველივეს, როგორც ჩემთვის, ასევე მათთვისაც, რომლებიც ქოუჩ-სესიებს გადიან ჩემთან და არ მახსოვს (გარდა იმ ერთეული შემთხვევისა, როცა ადამიანი შუა გზაზე თავს ანებებს მიზნისკენ სვლას), ვინმეს შედეგი არ მიეღოს.

ვიზუალიზაცია წარმატების ერთ-ერთი შემადგენელი ქმედებაა. რომელსაც აქვს უდიდესი ძალა და მასში არაფერია ზებუნებრივი. ის, ეფუძნება ადამიანში არსებულ, შიდა მექანიზმების მუშაობას და იმ ენერგიას, რომელიც შეგიძლია მართო შემოქმედებითად.

გმადლობ, რომ დარჩით ბოლომდე!

ქოუჩი და წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია.

https://zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment