არ იფიქროთ ბოროტ ადამიანებზე, რომლებიც თქვენი ხელის შეშლას ცდილობენ,
იფიქრეთ კეთილ ადამიანებზე, რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლიათ.
დააკვირდით სიკეთეს და არა ბოროტებას,
რადგან ჩვენ რასაც ვაკვირდებით, მას მკაფიოდ ვხედავთ და რასაც მკაფიოდ ვხედავთ – ის ჩვენს ცხოვრებაში მატულობს!
^^^^^^^^^
ჩვენ სამყაროს ისეთს ვხედავთ, როგორიც გვსურს, რომ დავინახოთ. ჩვენ აზრებსა და შეხედულებებზეა დამოკიდებული ჩვენი ირგვლივ სამყარო იქნება მშვენიერი თუ მახინჯი, კეთილი თუ ბოროტი.
მთელი სამყარო ჩვენს ცნობიერებაში ირეკლება, ისევე როგორც წყლის წვეთში ირეკლება მთელი სამყარო.
იყავით ნათელი და თქვენს ირგვლივ სამყარო იქნება ნათელი;
იყავით პოზიტიური და თქვენს ირგვლივ სამყარო იქნება პოზიტიური;
გაიღიმეთ, იცხოვრეთ სიხარულში, მომავალი გამარჯვების რწმენით, ამით გაასუფთავებთ თქვენს „სარკმლებს“, საიდანაც უფრო კარგად დაინახავთ სამყაროს ნათელ მხარეს!” 🙂
რამაზ გიგაური