fbpx

შენ თავისუფალი ქალი ხარ

ავტორი admin
574 ნახვა

შენ თავისუფალი ქალი ხარ

შენ გაქვს შინაგანი თავისუფლება… შენ ითხოვ შინაგან თავისუფლებას… შენც ჩემსავით გიყვარს თავისუფალი, ბედნიერი ცხოვრება… გარეთ სხვებს ჰგონიათ, რომ რაღაც შეუძლებელს ითხოვ… არადა შენ ფრთები გინდა, ყოველდღიური ფრენა, რომ გადმოხედო სამყაროს და შენს შიგნით არსებული ყველა სიყვარული, სითბო და სიკეთე აჩუქო ყველას, ვისაც შენი თვალი და გული მიწვდება…

შენ თავისუფალი ქალი ხარ

ხალხს კი ეშლები… ვერ გკითხულობს, ვერ იგებს შენს მიზანს, შენს სურვილებს… რატომღაც ჩვენში თავისუფლება – თავისუფალ ყოფა-ქცევასთან ასოცირდება… როგორი დასანანია, რომ თავისუფლებას ვართმევთ იმ უდიდეს არსს, რაც მასში დევს და რაღაც ბილწი და არა მართალი გვგონია… ამიტომაა ალბათ, რომ ჩვენი ერი მუდამჟამს “თავისუფლებისთვის” იბრძვის, გარეთ, გარეთ იბრძვის, არადა შინაგანად, თავადვე ებრძვის და უკუაგდებს ამ მუდამ სანატრელ თავისუფლებას…

შენ ხარ თავისუფალი ქალი

შენ იცი, რომ გაქვს ის ძალა, რაც აუცილებელია თავისუფლების მოსაპოვებლად… შენ ყველაზე კარგად იცი თავისუფლების ფასი და გემო… შენ იცი სიყვარული, შენ შეგიძლია, თავისუფლად იხადო ყოველი საფასური, რასაც სიყვარული, ბედნიერება და თავისუფლება მოითხოვს შენგან…

შენ თავისუფალი ქალი ხარ

მხოლოდ შენ შეგიძლია, აღზარდო თავისუფალი შვილები… მხოლოდ შენ იცი, როგორ უნდა შვილების გათავისუფლება… მხოლოდ შენ ძალგიძს მათთვის ფრენის სწავლება… შენ ყველაზე მართალი დედა ხარ დედათა შორის… შენ შვილები გინდა “მათთვის”, მთელი სამყაროსთვის და არა – “შენთვის”… შენ ყველაზე კარგად გესმის სულის თავისუფლების…

შენ თავისუფალი ქალი ხარ

 მხოლოდ შენ იცი, როგორ გაათავისუფლო საყვარელი ადამიანი… როგორ მისცე განუზომელი რწმენა თავისა, უნარი ერთდროულად ფრენისაც და ფეხზე მყარად დგომისაც… შენ ყველაზე მართალი და ნამდვილი სიყვარული შეგიძლია… რადგან შენ ხარ თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი ქალი…

შენ თავისუფალი ქალი ხარ

 შენ გაქვს შინაგანი თავისუფლება… შენ სამყაროს ათავისუფლებ… და სამყაროც სანაცვლოდ გათავისუფლებს შენ…

ნატა თვალაძე

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment