„ჩვენ არასოდეს ვასრულებთ იმას რის გაკეთებასაც ვაპირებდით, როგორც დიდ ისე პატარა საქმეებში. ჩვენ მივდივართ საყურებლად და ვბრუნდებით გასაკეთებლად. ასევე თვითგანვითარება შეუძლებელია დამატებითი გარე ძალისხმევის და შინაგანი ბიძგის გარეშე.
ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ იმაზე მეტ ენერგიას ვიდრე საჭიროა, ვძაბავთ სამუშაოსთვის არასაჭირო კუნთებს, ვაძლევთ ფიქრებს საშუალებას იმოძრაონ, ვფორიაქობთ მეტისმეტი ემოციურობით.
მოადუნეთ კუნთები და გამოიყენეთ მხოლოდ ისინი რომლებიც გჭირდებათ. შეიკავეთ ფიქრები. ნუ გამოხატავთ გრძნობებს როცა არ გინდათ მათი გამოხატვა, ნუ შეგეხებათ გარე ფაქტორები თავისთავად ისინი უვნებელნი არიან. ეს ჩვენ ვაძლევთ უფლებას ვიგრძნოთ თავი შეურაცხყოფილად.
მძიმე სამუშაო ეს არის ენერგიის ჩადება კარგი პროცენტული მოგებით. ენერგიის გაცნობიერებული გამოყენება ეს არის ჩადებული შრომის ნაყოფის მიღება. მაგრამ ავტომატურად დახარჯული ენერგია უსარგებლო დანახარჯია.
როდესაც სხეული იღლება სამუშაოს დროს, დასვენება არ ღირს, იმიტომ რომ ეს იქნება სხეულის გამარჯვება, როდესაც სხეულს უნდა დასვენება არ დაისვენოთ, როდესაც გონებამ იცის რომ მას უნდა დასვენება დაისვენეთ.
საჭიროა იცოდეთ გონების და სხეულის ენა და შეგეძლოთ მათი გარჩევა და იყოთ გულწრფელი. ბრძოლის გარეშე არ არის პროგრესი არ არის შედეგი
ყოველგვარი მავნე ჩვევის დაძლევას მივყავართ მექანიზმის ცვლილებებთან.
გიორგი გურჯიევი
30 იანვარი 1923 წელი
წყარო: მან გალა