fbpx

გააძლიერეთ თქვენში „მე“-ს განცდა

ავტორი ჟოლო
1.7K ნახვა

რამანა მაჰარში ამბობს, საკუთარი თავის შემეცნება იგივეა, რაც ნიანგს ზურგზე შემოაჯდე და მდინარის გადაცურვას შეეცადოო.

„ვინ ვარ მე?“ – ეს კითხვა იშვიათად ამოტივტივდება ჩვენი გონების ზედაპირზე და თუ ის მაინც ამოყვინთავს, რათა დასახრჩობად განწირული კაცივით ხელი გაგვიქნიოს და საშველად მიგვიხმოს, ჩვენ ცხოვრების ორომტრიალში ჩაბმულები ვერ ვაჩნევთ, ამიტომ, ის ისევ სიღრმისკენ ჩაექანება.

„ვინ ვარ მე?“ – ჩვენ არ გვაქვს დრო დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს. ჩვენ არ გვცალია, ახლა არ გვაქვს ამის დრო, რადგან უამრავი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი – როგორც ჩვენი, ისე სხვების პრობლემები.
ყოველდღე, ყოველთვე, ყოველ წელს – ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს.

და მაინც, დროის რა მონაკვეთია საჭირო იმის გასაგებად თუ ვინ ვარ მე?!
იქნებ მთელი ცხოვრება, იქნებ შემდეგი ცხოვრებაც კი (თუ კი ის არსებობს), იქნებ რამდენიმე წელი ეყოს?!
ამის გასაცნობიერებლად რამდენიმე წამია საჭიროა.
მხოლოდ რამდენიმე წამი.
არა და ამის გაცნობიერება, გაგება რამხელა ძალას მოგვცემდა.

„ვინ ვარ მე“?
როცა ამ კითხვას დაუსვამთ საკუთარ თავს, ნუ წარმოთქვამთ თქვენს სახელსა და გვარს. ეს იგივეა წარმოთქვათ თქვენი პირადი ნომერი, როდესაც ბანკში ან სადმე გეკითხებიან.

„ვინ ვარ მე“? – როცა ამ კითხვას დაუსვამთ საკუთარ თავს,მტკიცედ უპასუხეთ:
„მე ვარ სული!“
სულია რაც აძლიერებს თქვენს „მე“-ს.
წარმოთქვით სიტყვა „მე“!
კიდევ წარმოთქვით ეს სიტყვა: „მე“!
რას გრძნობთ, რას განიცდით?!
გააძლიერეთ თქვენში „მე“-ს განცდა.
თქვენი „მე“ – თქვენი სულიდან მოდის.
იგრძენით ეს. იგრძენით, რომ თქვენ სული ხართ და თქვენ გაქვთ სხეული (და არა პირიქით).
თქვენ სული ხართ.
თქვენში ღვთის სულია – უკვდავი სული, ამიტომ ღმერთი მუდამ თქვენშია.
იყავით თქვენც ღმერთში – იგრძენით მისი ძალა თქვენში.
თქვენ ეს შეგიძლიათ!
შეგიძლიათ, რადგან შეუძლია ღმერთს თქვენში.

სიყვარულით რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment