fbpx

რაც კი ხდება ყველაფერს თავისი მიზეზი ან მიზეზები აქვს…

ავტორი ჟოლო
2,030 ნახვა

ადამიანების ბედისწერა მიზეზშედეგობრიობის კანონზეა დამოკიდებული, რაც იმას გულისხმობს, რომ რაც კი ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი ან მიზეზები აქვს. 

მიზეზშედეგობრიობის პრინციპით აიხსნება , თუ როგორ შეიძლება წარუმატებლობიდან წარმატებისკენ სვლა ნებისმიერ სფეროში.

ამ თეორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენება ასეთია: თქვენი აზრები მიზეზია, ხოლო გარემო პირობები – შედეგი.

თქვენ ირგვლივ არსებული გარე სამყარო თქვენი შიდა სამყაროს ანარეკლია. თქვენი ფიქრების წყალობით იზიდავთ ხალხს, შესაძლებლობებს, გარემოებებსა და წარმატებებს თქვენს ცხოვრებაში.

როგორც კი საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებასა და აზროვნებას შეიცვლით, თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება. მიზეზშედეგობრიობის კანონი ასე მუშაობს.

ადამიანთა ისტორიის ალბათ ყველაზე დიდი აღმოჩენა, ყველა რელიგიის, ფილოსოფიისა და მეტაფიზიკის საფუძველიც ის არის, რომ ადამიანი იმას წარმოადგენს, რაზეც ხშირად ფიქრობს.

აბა, დაფიქრდით! თქვენ ის ხართ, რასაც ფიქრობთ. თქვენი გარე სამყარო თქვენი შინაგანი სამყაროდან გაგზავნილ იმპულსებს ეხმიანება, და ვინაიდან მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ საკუთარი ფიქრების თემატიკა, გამოდის რომ თქვენ ხართ იმაზე პასუხისმგებელი, როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება.

ბრაიან თრეისი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment