2.5K
გიყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ ნუ გადააქცევთ სიყვარულს ბორკილებად:
დაე იგი მშფოთვარე ზღვა იყოს თქვენი სულის ნაპირებს შორის.
შეუვსეთ ერთმანეთს სასმისები, მაგრამ ნუ დალევთ ერთი სასმისიდან.
გაასინჯეთ ერთმანეთს თქვენი პური, მაგრამ ნუ შეჭამთ ერთი ნატეხიდან.
იმღერეთ, იცეკვეთ ერთად და გიხაროდეთ, მაგრამ დაე თითოეული თქვენგანი მარტოსული იყოს, ისეთივე მარტო, როგორიც არფის სიმებია, თუმცა მათგან ერთი მუსიკა ჟღერს.
აჩუქეთ ერთმანეთს გულები, მაგრამ საკუთრებაში ნუ გადასცემთ მათ, ვინაიდან მხოლოდ სიცოცხლის ხელს შეუძლია მიიღოს თქვენი გულები.
ერთად იდექით, მაგრამ არა ზედმეტად ახლოს ერთმანეთთან,
რადგანაც ტაძრის კოლონები ცალცალკე დგანან, მუხა და კვიპაროსი კი არ იზრდებიან ერთმანეთის ჩრდილში.
/ჯ. ჰალილ ჯებრანი/