საოცარია! ამ სამყაროში რაღაც კანონზომიერებით როგორ ლაგდება ქაოსი. თითქოს უხილავი შემოქმედი ერთი ფუნჯის მოსმით ამყარებს წესრიგს, აცოცხლებს მიძინებულ, გახუნებულ სამყაროს?
ყოველ დამსხვრეულ ბორკილზე შენ თავს პოულობ და ხვდები, რომ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა თურმე შეგძლებია!
არც თეთრი ყვავობაა სირცხვილის ლაქა… და ჰარმონია, რომელიც შენში იკიდებს ფეხს ახალი ჰაერივით ავსებს შენს ფილტვებს და ხვდები რომ შენ უკვე აღარ ხარ მტვერი, რომელსაც ადვილად გადაწმენდენ.
იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა გინდა ეს სხვისგანაც გაიგო, იმიტომ რომ ხანდახან შენში ვერ პოულობ საკმარის ძალას საკუთარ თავს ენდო…
ძალას, რომელიც გგონია ცხოვრება ყოველ დაბრკოლებაზე გაცლის, თუმცა ამაოდ. ყოველი დაბრკოლება გაძლიერებს და საბოლოოდ ხდები ის ვინც გიდოდა რომ ყოფილიყავი?
?
როდესაც გეყოფა ძალა შენი ცხოვრების ”ჩახვეულ კასეტა”-ს გადააბიჯო და ახლიდან დაიწყო ყველაფერი, როცა თავის შეცოდებას, თვითგვემას მოეშვები, შენთვის ახალი სამყარო გადაიშლება და მიხვდები, რომ შენი ცხოვრების ფერმწერი შენ ხარ, და ისეთი იქნება ის როგორადაც შენ დაინახავ!?
?
?
??
?
?
?
❤
?
?სიყვარულით… სილამაზით და სიხარულით სავსე დღეს გისურვებთ მეგობრებო
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
✨
სალომე გოგეშვილი