fbpx

შთაგონების ძალა

ავტორი ჟოლო
1,125 ნახვა

მორჩა, ხვალიდან ვჯდები დიეტაზე!
ყოველ დილით ვიწყებ სირბილს და ვერაფერი (!) შემაჩერებს!

შემდეგ კი…

თუ შევწყვიტო მაზოლზე დაჭერა?

მოდი შევხედოთ რატომ ხდება ასე და რა მოვუხერხოთ ამ დილემას.

პირველ რიგში, მინდა გააცნობიერო, რომ შენ ვერც კი წარმოგიდგენია, როგორ გაგიმართლა!

რატომ?

მე უკვე ძალიან დიდი ხანია ვიკვლევ შთაგონების თემას… და გადავწყვიტე ლანგარზე დადებული მოგართვა ის გაცნობიერება, რაზეც მე დაახლოებით 10 წელი კვლევა და თავ-პირის მტვრევა დამჭირდა,

მოკლედ, გაგიმართლა, იმიტომ რომ შენ არ მოგიწევს 10 წელი ტანჯვა… შენს ნაცვლად ეს უკვე ერთმა კეთილმა ბიძიამ გააკეთა.

გამოცდილება და მიკროსკოპული დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ადამიანებს [აღიარებენ ისინი ამას თუ არა] ძალიან უნდათ შემოსავლების გაზრდა!

ყველას უნდა მეტი ფული… მათ შორის შენც!

მაგრამ ფულის გამომუშავება და რაც მთავარია ზრდა, ხდება კონკრეტული მოქმედებით, რომელიც, პირველ რიგში, მიმართულია – შიგნით, ანუ საკუთარ თავზე, მეორე რიგში კი – გარეთ, ანუ საზოგადოებაზე.

აი, სწორედ აქ იწყება მთავარი ეგზოტიკა…

როგორც კი საქმე მიდის მოქმედებამდე, ხოლო ეს მოქმედება უნდა იყოს ხანგრძლივი, საქმეში ერთვება შთაგონებისა და მოტივაციის თემაც.

შენ ალბათ გაგონილი გექნება ბრიუს ლის სიტყვები:

“მე არ მეშინია ადამიანის, რომელიც ათი ათას სხვადასხვა დარტყმას სწავლობს, მაგრამ ძალიან მეშინია ადამიანის, რომელიც ერთ დარტყმას ათი ათასჯერ იმეორებს!”

ჰოდა, იმისათვის, რომ ურტყა ერთ წერტილში და უმრავლესობის მსგავსად “თითი არ მოკაკვო”, საჭიროა შთაგონება.

შთაგონება აერთიანებს სამ საკვანძო კომპონენტს – რისთვის?”, “მინდა” და “უნდა”.

მოტივაციის საიდუმლო იმაშია, რომ გაიგო რა “უნდა” გააკეთო, აღმოაჩინო მასში სიღრმისეული პასუხი კითხვაზე “რისთვის?” და სიამოვნებით გადაიყვანო ის, “მინდა”-ს კატეგორიაში.

გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment