როგორ დავეუფლოთ მამაკაცთან ურთიერთობის ხელოვნებას ? რა უნდა შევცვალოთ, რომ მამაკაცმა „ცხოვრება მოგვიძღვნას?“
ამასთან დაკავშირებით, სასარგებლო რჩევებს, ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილისგან მოისმენთ.
ოთხი სიმაღლე გაქვთ დასაპყრობი:
ემოციურ – ენერგეტიკული;
რაც ნიშნავს იმას, რომ ზედმეტი ცხიმი არ უნდა გქონდეთ სხეულზე – ცხიმი დაბალი ენერგეტიკის მაჩვენებელია… უნდა მოახერხოთ იყოთ ძირითადად მხიარულ და აღფრთოვანებით სავსე განწყობაზე… ტირილიც უნდა შეგეძლოთ, ოღონდ იშვიათად…
მჟავე სახე, ჩამოშვებული ცხვირი, კვირაობით დაბოღმვა – დაივიწყეთ!
ინტელექტუალურ – ფსიქოლოგიური;
პირველ რიგში ნდობა. ეჭვიანობაზე დიდ შეურაცხყოფას საკუთარ თავს ვერც მიაყენებთ…
უნარი ნებისმიერ თემაზე საუბრის, დაძაბული სიტუაციების მართვა და გათვლილი შედეგის მიღება…
არავითარი წივილ-კივილი, ფეხის ბაკუნი, უხეშობა და ა.შ.
მდგრადი ფსიქიკა, იუმორის გრძნობა, თავდაჭერა და ინტელექტი, რომელსაც სისტემატიურად უნდა შევსება….
ვიზუალურ – ჯანმრთელობითი;
უკვე დიდი ხანია ვიცით და სიახლე არავისთვის არ არის, რომ დაავადებები ჩნდებიან „ტვინში“.
ანუ ჯანმრთელობა ნიშნავს, რომ თქვენი ფიქრები ნათელია, განზრახვები – კეთილშობილი, გრძნობები – წრფელი, მიზნები – დიადი….
პოხონდრიის გარეშე – ანუ ყოველ პატარა სურდოზე თუ ნაკაწრზე, არ არის აუცილებელი ქვეყანა შეძრათ და მითუმეტეს გაჭირვებული სახით ლოგინში გაიშოტოთ…
ლოგინში ყოფნა მხოლოდ კმაყოფილი სახით შეიძლება
ვიზუალურად – მოვლილი, მოქნილი, გამოპრანჭული, საშინაო ტანისამომსის არ მქონე.
სულიერი;
რაც უამრავ რამეს ნიშნავს, მაგრამ …..ორი სიტყვით… დაივიწყეთ სამაგიეროს გადახდა, ჯიბრზე გაკეთება, მისი მშობლების უპატივცემულობა, მისი (მამაკაცის) გამოყენება პირადი მიზნებისათის – ეგ ყოველივე როგორც მინიმუმ თქვენს ულამაზეს თავში არ უნდა არსებობდეს…
ხათუნა მუზაშვილი