fbpx

აღზარდეთ თავდაჯერებული პრინცესა…

ავტორი Ann
1,624 ნახვა

დედებმა ყველაზე კარგად იციან რას ნიშნავს ქალისთვის თავდაჯერებულობა. ამის გარეშე თითქმის შეუძლებელია ცხოვრებაში რაიმეს მიაღწიო. ცხადია ყველას უნდა მისი ქალიშვილი დარწმუნებული იყოს საკუთარ თავში, თუმცა ამის მიღწევა არც ისე მარტივი ჩანს. არცერთი ადამიანი არაა უნიკალური და შეუცდომელი, ამიტომ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც სიტყვით თუ საქციელით შეურაცხყოფს, ეს კი მის თვითშეფასებას ადაბლებს.

 

თქვენ, როგორც დედას ბევრი რამ შეგიძლიათ. თქვენს ხელთაა საშუალება აღზარდოთ ნამდვილი თავდაჯერებული პრინცესა. გგონიათ ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო? სულაც არა, სულ რამდენიმე ფრაზა და თქვენი შვილი ყველასთვის მისაბაძი იქნება:

 

შენ საოცარი ხარ ყოველდღე და ყველა სიტუაციაში – ამის მოსმენა ყველა ადამიანს სიამოვნებს. თუმცა მთავარი ეს არაა. როდესაც ამ სიტყვებს ბავშვს ხშირად უმეორებთ, მას საკუთარი თავის რწმენა უღვივდება.

 

შენ დაიბადე, რომ საოცრებები მოგეხდინა – ამ სიტყვებით თქვენს გოგონას კეთილი და სასარგებლო საქმიანობისკენ უბიძგებთ.

 

ძალიან გონიერი ხარ – განათლება ქალბატონებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რადგან მამაკაცები ბევრ რამეში გვჯაბნიან. თუ თქვენს გოგონას დააჯერებთ, რომ ის გონიერია, აუცილებლად ეცდება მიაღწიოს უფრო მეტს.

 

შენ მამაცი ხარ – ყველა ქალს უნდა შეეძლოს თავად დაიცვას თავი.

 

შენ ხარ ყველაზე ლამაზი გოგონა მსოფლიოში მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი ხარ – ყველა ადამიანი განსაკუთრებულია თავის მხრივ. თქვენ უნდა იცოდე, რომ როგორიც არ უნდა იყოს, ვიღაცაზე უკეთესი აუცილებლად ხართ.

 

შენი აზრები მნიშვნელოვანია – ასე თქვენ ნამდვილ ლიდერს აღზრდით.

 

ძალიან მომწონს როგორ სწავლობ და აგროვებ გამოცდილებას – ამ სიტყვებით თქვენ მას წაახალისებთ.

 

შენი წყალობით დედამიწა უკეთესია – თქვენმა გოგონამ იცის, რომ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომლისთვისაც ის საუკეთესოა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment