„ბოლო დროს ხშირად მესმის ჩემი მისამართით ნათქვამი სალომე შენ გიჟი ხარ….
არ ვიცი მართლა ასეა თუ არა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა რომ ისეთი ვარ როგორიც უნდა ვიყო.
თუკი აქამდე სხვანაირს მხედავდით ესე იგი ის არ იყო ნამდვილი სალომე…
ერთი წლის წინ მომხდარმა ავარიამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, სწორედ იმ შემთხვევის მერე შევიგრძენი რა არის სიცოცხლე….როგორია ცხოვრება და არა არსებობა, როგორ უნდა ვიყო მადლიერი იმისთვის რაც მაქვს, თუნდაც ეს ტკივილი იყოს… რადგანაც ჩვენ ადამიანებს წარმოდგენა არ გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები კარგია თუ ცუდი….ეს ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად ზევით წყდება .
ჩვენ კი უბრალოდ უნდა მივიღოთ ყველაფერი მადლიერებით, გვიყვარდეს ცხოვრება ისეთი როგორიც არის, ის ხომ ისეთი საინტერესოა❣❣❣
ვაკეთოთ სიკეთე…დავეხმაროთ ადამიანებს… გავუთბოთ გაყინული გულები…
მთელი ცხოვრება ვგრძნობდი იმას რომ რაღაც ძალიან დიდი და ძლიერი გადიოდა ჩემგან ამის ჩაკეტვა და დატევა არ შემეძლო…ახლა ვიცი რომ ეს სიყვარულია, სიყვარული ყველასი და ყველაფრის❤❤❤
თუკი ასეთი აზროვნება სიგიჟეა დაე ვიყო ბედნიერი “გიჟი” ვიდრე მოწყენილი “ჭკვიანი”
სალომე გოგეშვილი