fbpx

სად არის გასაღები, იმ საიდუმლოსი, რომელსაც ბალანსი და ზომიერება ჰქვია…

ავტორი ჟოლო
301 ნახვა

იპოვე გასაღები…

ბოლომდე რომ გაიაზროს ადამიანმა, დაბადება და გარდაცვალება, სულ სხვაგავარად იქნებოდა ჩვენი ყოფა.

ზოგმა, ღმერთი სათავისოდ ირწმუნა და სიცრუეში დაიწყო ცხოვრება.

სიცრუეში ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც სურს სახელი და დიდება მოიხვეჭოს.

სიცრუეში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ფულს და სიმდიდრეს მოიხვეჭს.

სიცოცხლეშივე ნეტარია ადამიანი, რომელიც მშვიდია, გააზრებული აქვს სიცოცხლისა და ცხოვრების არსი, სინამდვილეში იცის ვინ არის და როგორია.

მიუხედავად იმისა, რომ აქვს სახელი, წარმატება, დიდება და სიმდიდრე, ადამიანი მაინც იტანჯება.
ასევე იტანჯება ისიც, ვინც წარუმატებელია და საარსებო არ გააჩნია.
საშუალო ფენაც იტანჯება.
სად არის გასაღები, იმ საიდუმლოსი, რომელსაც ბალანსი და ზომიერება ჰქვია. გასაღები ჩვენშია, მაგრამ სულის სიბრმავის გამო ვერ ვაგნებთ.

ზოგის თავშესაფარი ილუზიაშია. ზოგი თვალს უსწორებს სინამდვილეს. ზოგი თვალთმაქცობით მოიხვეჭს …   და გადის დრო.
დრო რომელიც მხოლოდ მიდის წინ.
დრო რომ უკან არასოდეს ბრუნდება, ეს ყველამ იცის.

აგრესია, სულის ავადმყოფობა და ტანჯვაა სიბნელეში.
სიმშვიდე, სულის ჯანმრთელობა და ბედნიერებაა სინათლეში.

ყველაფერი იცი, მაგრამ გულით ბრმა ხარ და ვერ იაზრებ.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment