სამოტივაციო გამონათქვამები
1. ცხოვრებაში ერთხელ ფორტუნა უკაკუნებს ყველა ადამიანს კარზე, მაგრამ, ის ამ დროს, როგორც წესი, ზის სადმე ლუდის ბარში და კაკუნის ხმა არ ესმის! (მარკ ტვენი)
2. ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იმაშია, რომ ძალზე სწრაფად ვნებდებით მარცხს. ყველაზე მართებული გზა წარმატებისკენ კი არის ყოველთვის მოსინჯო კიდევ ერთხელ! (თომას ედისონი)
3. პირადად მე, ძალიან მიყვარს მარწყვი, მაგრამ თევზს, რატომღაც ჭია ურჩევნია. ამიტომ როცა სათევზაოდ მივდივარ მე ვფიქრობ არა იმაზე, რაც მე მიყვარს, არამედ იმაზე, რაც მოსწონს თევზს! (დეილ კარნეგი)
4. დილით რომ გაიღვიძებ, კითხე შენს თავს რა უნდა გავაკეთო? საღამოს ძილის წინ კი რა გავაკეთე? (პითაგორა)
5. ღარიბი, უიღბლო და უბედური უმეტესად ის ადამიანია, რომელიც ხშირად იყენებს სიტყვას ხვალ! (რობერტ კიოსაკი)
6. მე ეს მინდა, ესე იგი ეს იქნება! (ჰენრი ფორდი)
7. მე არ განმიცდია არცერთი მარცხი. მე უბრალოდ აღმოვაჩინე 10 000 მეთოდი, რომელიც არ მუშაობდა! (თომას ედისონი)
8. ბავშვობა უმიზეზო სიხარულის დროა და იქ მთავრდება, სადაც სიხარულის მიზეზებს ეძებ! (გიორგი კეკელიძე)
9. ხელმძღვანელობის უნარს პიროვნების მარგი ქმედების კოეფიციენტი განსაზღვრავს! (ჯონ მაქსველი)
10. ხელმძღვანელის ჭეშმარიტი საზომი არის სხვებზე მისი ზეგავლენის ხარისხი! (ჯონ მაქსველი)
11. როდესაც ნამდვილი ლიდერი საუბრობს, მას უსმენენ! (ჯონ მაქსველი)
12. ჩვეულებრივ ადამიანები თავისზე უფრო ძლიერ პიროვნებებს მიჰყვებიან! (ჯონ მაქსველი)
13. მითხარი ვის იზიდავ და გეტყვი ვინ ხარ!
14. მძიმე შრომა არის დაგროვებული მცირე საქმეები, რომლებიც თავის დროზე არ გავაკეთეთ! (ჯონ მაქსველი)
15. სანამ დახმარების ხელს ითხოვთ გული უნდა შეუძრათ! (ჯონ მაქსველი)
16. მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებულ ლიდერს შეუძლია სხვათათვის უფლებამოსილების მინიჭება! (ჯონ მაქსველი)
17. ჯერ ხელმძღვანელს აღიარებენ, ხოლო შემდეგ მის ხედვას უჭერენ მხარს! (ჯონ მაქსველი)
18. მოქმედების დრო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თვით მოქმედება და მოძრაობის მიმართულება! (ჯონ მაქსველი)
19. რაც უფრო მეტის მიღწევა გსურთ, მით მეტად დაგჭირდებათ ლიდერობის უნარი. ცხოვრებაში რაც უფრო მეტი წონა გინდათ გქონდეთ, მით უფრო მეტ ზეგავლენას უნდა ახდენდეთ! (ჯონ მაქსველი)
20. თანამდებობა კი არ აყალიბებს ხელმძღვანელს, არამედ ლიდერი ქმნის თანამდებობას! (სთენლი ჰაფი)
21. ლიდერობის უნარის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უბიძგო სხვებს იმოქმედონ შენი ჩანაფიქრის მიხედვით! (ჰენრი ოვერსტრიტი)
22. იმის გაცნობიერება, რომ რაღაცაში უგნური ხარ, ნიშნავს ცოდნისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს! (ბენჯამენ დიზრაელი)
23. იმისათვის რომ უხელმძღვანელოთ ხვალ, ისწავლეთ დღეს!
24. ძლიერი ხარ გონებით და სუსტი სხეულით, ხოლო სხეულის გარეშე გონება შორს ვერ წავა. შენ უნდა განავითარო საკუთარი სხეული!
მოიძია და შეადგინა სოსო სინატაშვილმა
