fbpx

„დააკვირდით საკუთარ ცხოვრებას, ნუ იქნებით მხოლოდ რეჟისორი“…

ავტორი ჟოლო
202 ნახვა

თუ კარგად დავაკვირდებით დაღამებას – მშვენიერია.
თუ კარგად დავაკვირდებით ვარსკვლავიან ცას – მშვენიერია.
თუ კარგად დავაკვირდებით გათენებას – მშვენიერია.
თუ კარგად დავაკვირდებით მზის ამოსვლას – მშვენიერია.
თუმცა ჩვენ საკუთარი ცხოვრების ორომტრიალით გადაღლილები ვერ ვამჩნევთ ამ მშვენიერებას.
ამ დროს აუცილებელია შეჩერება, თუნდა ერთი წამით. ეს წამი საკმარისია, რომ ჩვენ შევამჩნიოთ ცხოვრება. ეს არის ნამდვილი ცხოვრება, მისი გემო, სურნელი, ფერი, ბგერა, გრძნობა…
ეს ჰგავს სწრაფად მიმავალი მანქანიდან დანახული ლამაზ მინდორს, სადაც ულამაზესი ყვავილები ჰყვავიან, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ნაკადული მოჩქეფს.
თუ ჩვენ მანქანას არ შევაჩერებთ, მაშინ ვერ ვიგრძნობთ ამ ულამაზესი ადგილის საოცრებას, საერთოდ ვერ შევამჩნევთ მას. ასევეა ცხოვრებაშიც, ჩვენ ისე გვეჩქარება, რომ დაღამების ან გათენების მშვენიერებასაც კი ვერ ვამჩნევთ.
და ამისთანა მშვენიერი რამდენი რამ არის ამ ქვეყანაზე?!
დააკვირდით საკუთარ ცხოვრებას, ნუ იქნებით მხოლოდ რეჟისორი ან მთავარი როლის შემსრულებელი, იყავით მაყურებელიც – დააკვირდით კარგად ცხოვრებას და დაიწყეთ მასში მშვენიერების დანახვა.
დანახვა, რადგან ყურება სხვაა და ხედვა სხვა…
დაინახეთ მშვენიერება!

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment