fbpx

ნუ მიაქცევთ ყურადღებას რას იტყვიან „ისინი“ …

ავტორი ჟოლო
714 ნახვა

“ჩვენი დროის მეოცნებეებს უფრო გაუმართლა, სამყარო სავსეა ისეთი შესაძლებლობებით, რომელთა შესახებ წარსულის მეოცნებეებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ” – წერდა ამერიკელი მწერალი და ფსიქოლოგი ნაპოლეონ ჰილი, თითქმის საუკუნის წინ. წარმოგიდენიათ მას შემდეგ რამდენი რამ შეიცვალა? და რას იტყოდა წარმატების შესახებ, დღესაც კი ყველაზე წარმატებული წიგნის ავტორი, ჩვენი რეალობისთვის და შესაძლებლობებისთვის რამდენიმე წუთით, რომ მოეკრა თვალი? 

„თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ დაიჯერებთ, რომ შეძლებთ“

 ნაპოლეონ ჰილი

თუ ის რაც თქვენ გსურთ, კარგია და ამის გჯერათ, დაიწყეთ და გააკეთეთ ეს! განახორციელეთ თქვენი ოცნება და ნუ მიაქცევთ ყურადღებას რას იტყვიან „ისინი“თუ კი დროებით დამარცხდებით, ვინაიდან „მათ“ არ იციან, რომ ყოველ წარუმატებლობაში მომავალი წარმატების თესლი ჩანასახი იმალება. 

ტომას ედისონი იმ ნათურაზე ოცნებობდა, რომელიც ელექტროობას გამოიყენებდა, მან მისი ოცნების განხორციელება დაიწყო და მიუხედავად ათი ათასზე მეტი წარუმატებლობისა, უარი არ უთქვამს ამ ოცნებაზე და ფიზიკურ რეალობად აქცია ის.

მეოცნებე – პრაქტიკოსები თავს არ ანებებენ თავიანთ ოცნებას.

უილანი თამბაქოს მაღაზიათა ქსელის შექმნაზე ოცნებობდა და ახლა „იუნაითედ სიგარ სტორზი“ აშშ-ს ყველა დიდ ქალაქში არის.

მარკონი კავშირის ისეთ სისტემაზე ოცნებობდა, რომელიც ეთერის უხილავ ძალებს გამოიყენებდა. იმის დასტური, რომ მას ტყუილად არ უოცნებია დღეს ნებისმიერ რადიომიმღებსა თუ ტელევიზორში შეიძლება ვნახოთ. თქვენთვის საინტერესო იქნება იმის გაგება რომ მარკონის მეგობრებმა მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება მოითხოვეს, როდესაც მან განაცხადა, მის მიერ იმ პრინციპის აღმოჩენის შესახებ, რომლის მეშვეობითაც შეტყობინების გაგზავნა სადენების გარეშე იყო შესაძლებელი.

ჩვენი დროის მეოცნებეებს უფრო გაუმართლა, სამყარო სავსეა ისეთი შესაძლებლობებით, რომელთა შესახებ წარსულის მეოცნებეებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

ნაპოლეონ ჰილი

„იფიქრე და გამდიდრდი“

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment