ფული და მისი მოპოვების საშუალება არის ყველგან და თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ფინანსური რეალობა.
ფული ძლიერი ენერგიაა, რომელიც ემორჩილება მხოლოდ საკუთარ კანონს. ფულს არ უყვარს შფოთვა, ფული მიდის იმასთან, ვინც გულმოდგინედ მუშაობს, აქვს ფინანსური მიზნები და ფიქრობს რეზულტატზე.

ფული არ ჩერდება ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ნეგატიური ფინანსური ჩვევები. ვინც ვერ აკონტროლებს ხარჯებს და უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს.
ვინც გამუდმებით ნერვიულობს და განიცდის, თუ რაში დახარჯოს იგი, ან ვის მისცეს, ან ვისგან დამალოს, როგორ არ დაკარგოს… ეს ყველაფერი ადამიანში ქმნის დაძაბულობას და დისკომფორტს, და ზუსტად ეს ხდება მიზეზი იმის, რომ ადამიანს უაზროდ მისდის ხელიდან ფული.
ფული არ მიდის იმასთან, ვისაც ძალიან უნდა ფული, ძლიერი მონდომება მხოლოდ და მხოლოდ ვაკუუმს ავსებს, რომელიც შექმნილია უკმარისობის განცდებით და რწმენით რომ არ იმსახურებს ამ ყველაფერს.
“ძალიან მინდა” ნიშნავს “ძალიან არას” , ანუ სამყაროს არ ენდობა ასეთი ადამიანი…
ფული არ მოუტანს იმ ადამიანს ბედნიერებას, ვინც ფულით სხვის სიყვარულს “ყიდულობს”, ან ფულის მეშვეობით თავს იმაღლებს, და ამის მეშვეობით ცდილობს სხვა ადამიანები აკონტროლოს.
ფული იმ ადამიანისგანაც მიდის, ვინც სულ მოწყენილია, დაღვრემილია და წუწუნაა.
ფული რომ მოვიდეს ადამიანს ამისთვის მიზნები უნდა ჰქონდეს, ანუ მზადება, – მიიღოს ეს რესურსები და გაუშვას, რომ რეალიზდეს ოცნებები…
ფული მიისწრაფვის იმისკენ, ვინც მზადაა იმუშაოს. ადამიანი, რომელიც მზადაა, დაისახოს კონკრეტული ფინანსური მიზნები და სტრატეგიულად იმუშაოს მათ მისაღწევად, მიიღებს იმას, რისთვისაც არის მზად!
ფულს ასევე უყვარს გულუხვი ადამიანი, რომელიც გასცემს და ეხმარება სხვებს სიყვარულით, რომელიც ამის გამო ქება- დიდებას არ ელოდება…
ფული მიდის იმ ადამიანთან, რომელიც მშვიდად იღებს ფულს მის ცხოვრებაში, რომელიც ამით არ ამაყობს, არ აკეთებს შედარებებს, არ განიკითხავს. ლამაზი სულის ადამიანი ქმნის ლამაზ მოვლენებს ცხოვრებაში ფულის მეშვეობით,
ფულს უყვარს ის ადამიანი, ვინც სიკეთე გააკეთა და დაავიწყდა, რადგან კარგად გრძობს თავს ამის მერე, რადგან ამ სიკეთით სხვას კი არა, პირველ რიგში, თავად გრნობს თავს კარგად. ემოციურად მომწიფებული ადამიანი თავად წყვეტს სად დახარჯოს ფული, მან ზომიერება იცის, ასევე იცის “არას” თქმა, წესით, ასეთი ადამიანი თავს და მის რესურსებს პატივს სცემს.
ფული მიდის იმ ადამიანთან, ვინც არ მალავს გადასახადებს, ვინც მადლიერებით უხდის და აფასებს სხვის შრომას, უნდა დავიმახსოვროთ, რომ რასაც ჩვენ სხვისთვის ვაკეთებთ, ის უკვე მზადაა ჩვენთვის.
ლალი სანაკოევა
(ტკბილი ეპილაციის – „შუგარინგის“ დამფუძნებელი და ურთიერთობების ქოუჩი)