fbpx

როგორ ცვლის იოგა ჩვენს რეალობას

ავტორი ჟოლო
1.3K ნახვა

ეს ინტერვიუ გაჩვენებთ, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს სურვილს, რომელიც საყვარელ საქმედ და შემოსავლის წყაროდ მხოლოდ იმიტომ აქციე, რომ საოცარი შედეგი თავადვე მიიღე …

იოგას ცენტრი Free Spirit რომელიც ვაჟა-ფშაველას 78-შია განთავსებული, ამის ნათელი მაგალითია. მისი დამფუძნებელი ლელა ავალიშვილი გახლავთ, როგორც თავად ამბობს, – იოგამ საკუთარი თავის მოტივატორად აქცია.

ლელა პროფესიით ფინანსისტია, გარკვეული პერიოდი  ბანკში იმუშავა. მერე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და გასაჯანსაღებლად უამრავი რამ სცადა… ერთ-ერთი იოგა იყო...

ლელა ავალიშვილი: იოგამ გარდა იმისა რომ ტკივილი მომიხსნა, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავი ხელახლა აღმომაჩენინა. მაჩვენა თუ რა დიდი ძალაა ჩემში. რეგულარული ვარჯიშის შედეგად სხეული გაძლიერდა, ტკივილი გაქრა, მივიღე სხვა უამრავი სარგებელიც.

– სხვა უამრავ სარგებელში რას გულისხმობთ?

გავხდი უფრო ხალისიანი, ენერგიული. როცა ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს შენი შინაგანი მდგომარეობა ოჯახზე და ახლობლებზეც აისახება. თუ ბედნიერი არ ხარ, ვერც შენს გარშემო მყოფი ადამიანები იქნებიან ბედნიერები. იოგას დამსახურებით ბევრად უფრო თავდაჯერებული გავხდი, ცხოვრება მიხარია და მინდა იგივე სხვამაც განიცადოს.

– დიდი ხანია რაც ვარჯიშობთ?

– პანდემიის დროს ონლაინ ვვარჯიშობდი, სახლში სამი შვილი მყავს და ამიტომ სრულფასოვნად არ გამომდიოდა, ამის ფონზე გამიჩნდა იდეა თავადვე გამეკეთებინა ადგილი, სადაც თავს მეც კომფორტულად ვიგრძნობდი და სხვებიც.

აქ ბოლომდე ხარ იმით დაკავებული რასაც აკეთებ, ეს ერთი საათი არის მართლა საკუთარი თავისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 – რა დაგვხვდება თქვენთან?

– სასიამოვნო გარემო, მაქსიმალური კომფორტი და პროფესიონალი ტრენერები. აქ ადამიანები უფრო ბედნიერები, უფრო ენერგიულები, ხალისიანები და უფრო მობილიზებულები ხდებიან. მრავალმხრივი სიკეთე აქვს იოგას. მენტალურთან ერთად აისახება ფიზიკურობაზეც, ტანადობაც კი გეცვლება, საკუთარ თავთან კომფორტში ხარ.

– ეს ყველაფერი როგორც ვიცი  დისციპლინას მოითხოვს

– დიახ, აქ გამოგიმუშვდება ის დისციპლინა, რაც ასე ძალიან გვაკლია ქართველებს. ეს თავიდან ერთულებათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი აღფრთოვანებულები რჩებიან. რადგან შემდეგ სხვა რაღაცებიც სირთულეების გარეშე გამოსდით. ის ერთი საათი რასაც აქ ატარებ დასახული მიზნების განხორციელებაში გეხმარება და შედეგად ბევრად უფრო რეალიზებული ხდები.

აქ გამოიმუშავებ ბედნიერების ჰორმონს, უფრო მეტად დაიჯერებ, რომ ეს ყველაფერი გამოსვლადია. რადგან როცა იოგაში აკეთებ იმას, რაც თავიდან წარმოუდგენელი გეგონა თავდაჯერებულობა გემატება, მერე სწორედ იგივე პრინციპით უდგები ოცნებებს, ხვდები, რომ მთავარია დავისახოთ, ვიმოქმედოთ და ყველაფერი გამოვა.

– თქვენ რა მიზნები გაქვთ სამომავლოდ?

სამომავლოდ მინდა შევქმნა ისეთი ადგილი, სადაც იოგა და ქოუჩინგი გაერთიანებული იქნება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს დავეხმარო ქალებს, რომ იყვნენ წარმატებულები და შეძლონ თავიანთი თავის რეალიზება .

იოგას ცენტრი Free Spirit

12 გაკვეთილი -120 ლ (კვირაში 3 -ჯერ )

8 გაკვეთილი – 80 ლ (კვირაში 2 -ჯერ)

მოდით ნახეთ, სცადეთ და საკუთარ თავზე გამოსცადეთ.

ვაჟა-ფშაველას გამზირი 78

ტელ: 558 674 123

მსგავსი სტატიები

Leave a Comment