fbpx

4 გზა წარმატებისთვის – ტონი რობინსის რჩევები

ავტორი Ann
1.2K ნახვა

ტონი რობინსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოტივაციო “სპიკერია”, რომელიც დიდი წარმატებით მართავს 900 მილიონიან ბიზნესს. ტონი ფიქრობს, რომ წარმატება მხოლოდ ფულში არ არის, იყო წარმატებული, ნიშნავს აკეთებდე სხვისთვის სასარგებლო საქმეს, რომელიც თავადაც სიამოვნებას განიჭებს.

წარმოგიდგენთ მის მიერ ჩამოყალიბებულ 4 გზას წარმატებისთვის:

იფიქრეთ ისეთი ბიზნესის შექმნაზე, რომელიც მსოფლიოს სარგებელს მოუტანს – მისი თქმით, საოცარ სისავსეს გრძნობ, როდესაც სხვებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებ. რაც შეეხება შემოსავალს, თუ ბიზნესს სწორად მართავ, მისი აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში გექნება ფინანსური სარგებელიც.

მოძებნეთ თქვენთვის შესაფერისი მოდელი – ტონი ამბობს, რომ დღესდღეობით ადამიანებს ძალიან ბევრი მაგალითი აქვთ მოდელად, მთავარია სწორად შეძლო მისი შეფასება და საუკეთესოს შერჩევა. ყველაზე მთავარია იპოვნოთ გზა და მიჰყვეთ მას.

მოემზადეთ – ნებისმიერ პროცესს სჭირდება მზაობა. თქვენ ფიზიკურად და მორალურად მზად უნდა იყოთ წარმატებისთვის და ის აუცილებლად მოვა.

გახდით თქვენს სფეროში ექსპერტი – ბიზნესმენი თვლის, რომ დღესდღეობით ადამიანები ცდილობენ ათას სხვადასხვა სფეროს მოედონ და საბოლოოდ ისე გამოდის, რომ არცერთში არ არიან ბოლომდე კომპეტენტური.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment