დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების წარმართვის ეს ერთი შეხედვით მარტივი და სასარგებლო რჩევები საკუთარი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
თავად მილიარდერის აზრით, სულ რაღაც 10 წესის დაცვით თქვენთვის წარმატება გარანტირებული იქნება.
1. ყოველთვის გქონდეთ წარმოდგენა იმაზე, რასაც აკეთებთ.
ერთი შეხედვით, ეს მარტივია, მაგრამ მე არაერთხელ ვყოფილვარ სიტუაციაში, როდესაც მეორე მხარეს საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა, თუ რასთან ჰქონდა საქმე. ასეთ დროს მე უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ წარმატება გარანტირებული მექნებოდა, თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე — რადგან საქმიანი შეხვედრისათვის ისინი მოუმზადებელნი იყვნენ. მამაჩემი ხშირად მეუბნებოდა: “ეცადე სრულად იყო ინფორმირებული იმაზე, რასაც აკეთებ”…
2. გახსოვდეთ, თავი სულელად რომ მოაჩვენოთ, ძალიან ჭკვიანი უნდა იყოთ.
ამითი პარტნიორების სუსტი მხარეების დანახვას შესძლებთ და მიხვდებით, თუ რაში არ არიან ინფორმირებულნი. ამავე დროს, მაშინვე მიხვდებით, თუ როდის ეცდებიან ისეთი პირობების მიღება დაგაძალონ, რაც მათთვის არის მომგებიანი.
3. ისინი დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფეთ
ის, რაც მათ არ იციან, თქვენთვის საზიანო არ იქნება, მაგრამ თქვენთვის ეს მომგებიანი მდგომარეობაა. ცოდნა — ეს დიდი ძალაა, ასე რომ, ის თქვენთვის შემოინახეთ.
4. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
მოლაპარაკებების დროს ხშირად არის სიტუაცია, როდესაც შავი და თეთრის გამიჯვნა რთულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ინსტინქტებს ენდოთ. თქვენთვის მომგებიანი იქნება, როდესაც წინასწარ მომზადებულობას და საკუთარ ინტუიციას ერთად გამოიყენებთ.
5. არ შეზღუდოთ საკუთარი მოლოდინები
მოლაპარაკებებისას არ არსებობს შეზღუდული ფორმატი, ზოგჯერ,
შუა საუბრისას შემიძლია მისი მიმართულება შევცვალო, თუ თავში ახალი საინტერესო იდეა მომივა. იყავით მოქნილი და ახალი იდეებისადმი გახსნილი, მაშინაც კი, თუ მკაფიოდ განსაზვრული გაქვთ, რას გინდათ მიაღწიოთ. ასეთმა დამოკიდებულებამ ისეთი შესაძლებლობები გამიხსნა, რომლებზეც არც კი მიფიქრია.
6. დროულად უნდა შეგეძლოთ თქვათ “არა”.
ახლა ამას ავტომატურად ვაკეთებ, მაგრამ ბევრისთვის ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს.
7. იყავით მომთმენნი
ზოგიერთი ჩემი გარიგებების შედეგი მე მხოლოდ ათეული წლების შემდეგ დავინახე, მაგრამ მერწმუნეთ, ლოდინი ნამდვილად ღირდა. მაგრამ დასაწყისისთვის უნდა დარწმუნდეთ, დაგეგმილი პროექტი თქვენს მოლოდინებს რამდენად შეესაბამება.
8. მოლაპარაკებების მსვლელობის დასაჩქარებლად შეინარჩუნეთ გულგრილობა.
ამის შედეგად მიხვდებით, საწინააღმდეგო მხარე რამდენად არის დაინტერესებული.
9. ყველაზე წარმატებული მოლაპარაკება ის არის, როდესაც ყველა მხარე მოგებული რჩება.
ეს არის იდეალური ვარიანტი, რისკენაც უნდა ისწრაფოდეთ. ვინაიდან ამ შემთხვევაში ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას ეყრება ფუნდამენტი, რომლებთანაც მომავალშიც საქმიანი ურთიერთობა გექნებათ.
10. გახსოვდეთ, მოლაპარაკების წარმართვა — ეს ხელოვნებაა.
ისევე როგორც ხელოვნების ყველა სახეობაში, წარმატების მისაღწევად საჭიროა დისციპლინა, გამომუშავებული ტექნია და მცირეოდენი ფანტაზია. ნუ იქნებით ორდინალური მომლაპარაკებელი. თქვენ ხომ შეგიძლიათ გახდეთ ექსტრაორდინალური. ხელოვნების ამ სახეობას გარკვეული დრო დაუთმეთ და სასურველი შედეგიც დიდხანს არ დააყოვნებს.
წყარო:http://webgeorgia.ge/