fbpx

თუ ცხოვრების მიზანს ვერ პოულობთ…

ავტორი Ann
872 ნახვა

ცხოვრებაში ყველა ადამიანი ეძებს საკუთარ მიზანს და მისიას, თუმცა მისი პოვნა და აღმოჩენა ყოველთვის მარტივი არ არის. თუ გგონიათ, რომ გაურკვევლობაში ხართ დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა:

 

რატომ ვარ აქ? – სადაც არ უნდა იყოთ ახლა, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა რამ მოგიყვანათ აქ ამ კონკრეტულ მომენტში. თუ ის, რასაც აკეთებთ არ გაქცევთ უკეთეს ადამიანად, ე.ი. თქვენ არასწორ გზაზე დგახართ.

 

რა არის ჩემი ისტორია? – თქვენ უნდა იცოდეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები საკუთარი ცხოვრების, რომ მიხვდეთ რისი მიღწევა გსურთ.

 

ვინ მჭირდება? – ცხოვრებაში ვიღაცის დახმარების გარეშე ვერაფერს მიაღწევთ. ვინ დგას თქვენს გვერდით განსაზღვრავს თქვენი წარმატების გზას.

 

რა მაწუხებს? – პრობლემა, რომლის გადაჭრაც ყველაზე მეტად გსურთ ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ იპოვნით ცხოვრების მიზანს თუ არ აღმოაჩენთ რა გაწუხებთ ცხოვრებაში.

 

როგორ შემიძლია დახმარება? – დადებითი ემოცია არა მხოლოდ თქვეთვისაა კარგი, არამედ სასარგებლოა სხვა ადამიანებისთვისაც. ღიმილი, ჩახუტება, თვალებით კონტაქტი, მადლობის გადახდა ადამიანებზე უდიდეს გავლენას ახდენს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment