„სანამ ადამიანი გრძნობს ტკივილს – ის ცოცხალია,
სანამ ადამიანი გრძნობს სხვის ტკივილს – ის ადამიანია!“
აღმოსავლური სიბრძნე
***
ნათესავები ჩვენი ბედისწერაა – მათ ვერ ვირჩევთ;
მეგობრები ჩვენი ბედია – მათ ვირჩევთ.
სწორედ ამიტომ გვიყვარს მეგობრები ნათესავებზე მეტად, რადგან ისინი ჩვენ ავირჩიეთ და მათ კიდევ – ჩვენ.
ღმერთო, დალოცე ჩემი მეგობრები!
***
ცუდ ამბავს უფრო იოლად იჯერებს ადამიანი, ვიდრე კარგს. განსაკუთრებით თავის თავზე და თავის მომავალზე.
არა და პირიქით სჯობს.
***
ყოველდღე რის შესახებაც ფიქრობთ და რის გარშემოც ტრიალებენ თქვენი აზრები, ის თქვენი რეალობა გახდება. ყოველდღე… აზრები… თქვენი რეალობა… გაითვალისწინეთ!
***
კარგად დააკვირდით საკუთარ თავს სარკეში. გააცნობიერეთ რა ლამაზი ხართ და სამყაროს როგორ უყვარხართ.
შეიყვარეთ საკუთარი თავი და მიიღეთ ის – როგორც ლამაზი და წარმატებისთვის მზადმყოფი ადამიანი
***
ის ვინც წარსულის გასწორებას შეეცდება, აწმყოსგან ისეთ აპერკოტს მიიღებს, რომ მომავალში მოიღებს ბრაგვანს.
რამაზ გიგაური