ჩადის ერთი ადამიანი უცხო ქალაქში და მიდის რომელიღაც ლუდის პაბთან, რომლის შესასვლელშიც ერთი მოხუცი ზის. გამოელაპარაკება უცხოელი ამ მოხუცს და ეკითხება:
– მე უცხო ვარ ამ ქალაქში და ძალიან მაინტერესებს როგორი ხალხი ცხოვრობს აქ?
– შენ რომელი ქალაქიდანაც ხარ იქ როგორი ხალხი ცხოვრობდა? – შეუტრიალა კითხვა მოხუცმა.
– ჩემს ქალაქში მაგარი უჟმური, ძუნწი და უხასიათო ხალხი ცხოვრობდა, ისეთი რომ მეგობარს ვერ გაიჩენდი. – უპასუხა უცხოელმა.
– სამწუხაროდ აქაც ზუსტად ასეთი ხალხი ცხოვრობს. – მიუგო მოხუცმა.
– ეჰ, ეგრეც ვიცოდი. – ჩაილაპარაკა უცხოელმა, დაღონდა და წავიდა.
ამის შემდეგ, იგივე ქალაქში ჩამოდის სხვა უცხოელი და იმავე მოხუცს იგივე კითხვით მიმართავს:
– ამ ქალაქში როგორი ხალხი ცხოვრობს?
– და შენს ქალაქში როგორები ცხოვრობენ? – ამ უცხოელსაც შეუტრიალა კითხვა მოხუცმა.
– ჩემს ქალაქში შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, ისინი ძალიან მხიარულები და მეგობრულები არიან, ჩვენ ფაქტიურად სულ ერთად ვიყავით და გვერდში ვედექით ერთმანეთს. – გაბრწყინებული სახით მიუგო უცხოელმა.
– ჰოდა, აქაც ზუსტად ასეთი ადამიანები ცხოვრობენ. – ღიმილით უპასუხა მოხუცმა.
P.S. მსგავსი იზიდავს მსგავსს!
წყარო: INTELEQTIKA