fbpx

5 რამ, რასაც არავინ გეტყვით პირველ სამსახურში

ავტორი ჟოლო
97 ნახვა

პირველი სამსახური ყველა ადამიანის  ცხოვრებაში ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯია და იგი დიდ გავლენას ახდენს მთლიანად ჩვენს ცხოვრებასა და მომავალზე. ხოლო პირველი გამოცდილება ყოველთვის ტკბილ-მწარე მოგონებად გვრჩება და თითოეული ადამიანის მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილსაც იკავებს.

თუ თქვენ ახლა ეძებთ პირველ სამსახურს მაშინ, ეს სტატია გაგიმხელთ იმ 5 საიდუმლოს, რასაც პირველ ეტაპზე არავინ გეტყვით. ხოლო მათ, ვისაც უკვე  აქვს დიდი გამოცდილება, ნახავს რა არის ის, რაც მათ უნდა ცოდნოდათ თავიდანვე.                                       

1. თქვენი ცხოვრების მთავარი მისია/დანიშნულება

იღბლიანია ის ადამიანი, ვისაც გარშემომყოფები დაეხმარებიან  ცხოვრების მისიის აღმოჩენაში ან უჩვენებენ მათკენ მისასვლელ სწორ გზას. თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრებისეული მისია და დანიშნულება მხოლოდ სამუშაო გარემოს არ უკავშირდება და ეს უფრო კომპლექსური საკითხია. პირველ სამსახურში დრო გაქვთ, ინდივიდუალურ პიროვნებად ჩამოყალიბდეთ და შემდეგ გადაწყვიტოთ, რა არის თქვენი  მთავარი დანიშნულება ცხოვრებაში და რა საქმეს უნდა მიუძღვნათ თავი.

2.როგორ აუარო გვერდი ‘’გამაღიზიანებელ’’ სამუშაო ეტიკეტს

მოდით ვიყოთ გულწრფელები- ყველა კომპანიაში არსებობს გარკვეული ‘’უსიტყვო წესები’’, რომლებიც შესაძლოა თქვენ ვერასოდეს გაიგონოთ და  ვერც მიხვდეთ მათ შესახებ. საჭიროა გარკვეული დრო და ფოკუსირება რომ კარგად გაერკვეთ არსებულ ტენდენციებსა და თითოეული კომპანიის  დაუწერელ პრინციპებში. კარგად უნდა ისწავლოთ წესები, რათა მერე ისინი დაარღვიოთ.

3. უნდა დასვათ შეკითხვები

იმისათვის, რომ დაიწყოს თქვენი მდგომარეობის შეცვლა, მიაღწიოთ სამსახურებრივ წინსვლას და წარმატებას, ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა  სწორი შეკითხვების დასმაა. თუ რამეს ვერ იგებთ, დააზუსტეთ დამატებითი შეკითხვებით. გახსოვდეთ, ვინც არ სვამს კითხვებს, ის არც პასუხებს იღებს. შეისწავლეთ ყველაფერი, რასაც ხედავთ და იყავით ზომიერად ცნობისმოყვარე. გამოავლინეთ  ინტერესი.

4. ცხოვრებისა და სამსახურის დაბალანსების რეცეპტი

კარიერისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმისას თქვენ შესაძლოა ვერ შეძლოთ ცხოვრების და სამსახურის დაბალანსება, რადგან ამ დროს თქვენ განვითარებაზე და მაღალ შედეგებზე ხართ ორიენტირებული ამისათვის კი ოფისში  გვიანობამდე მუშაობთ, დავალებებს კი ყოველ შაბათ-კვირას იღებთ და სწორედ ამ დროს გავიწყდებათ ბალანსის შენარჩუნება. მართალია ასეთი მონდომება გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს, თუმცა გახსოვდეთ რომ თქვენი წარმატება ასევე დამოკიდებული იმაზე თუ რა ხდება თქვენს ოფისს გარეთ. ცხოვრება მხოლოდ სამსახური არ არის. ყველაზე საინტერესო ოფისის გარეთ იწყება.

5. კომპანიის სრულყოფილი გარემოს შესახებ

გაითვალისწინეთ, რომ ყველა კომპანიას აქვს თავის უნიკალური შიდა სტრუქტურა, კორპორატიული კულტურა და  ინდივიდულური სუსტი და ძლიერი მხარეები.  ყველაფერს მარტივად მაშინ გაიგებთ როცა ახალ საფეხურზე გადახვალთ და  დააგროვებთ გარკვეულ გამოცდილებას, რაც მოგცემთ შესაძლებლობას  შეადაროთ რა შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს აქ და რა არა.

მნიშვნელობა არ აქვს, წლების განმავლობაში მუშაობთ ერთ პოზიციაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებით სასურველ ტოპ პოზიციას, თუ ახალი თავგადასავლების  საძიებლად გაემგზავრებით ქალაქისგან შორს. ყოველთვის ეცადეთ გაამდიდროთ თქვენი სამუშაო გამოცდილება და პერსონალური CV. გახსოვდეთ, რომ პირველი სამსახურის დაწყება და სასარგებლო ადამიანად ქცევა, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობაა.

გისურვებთ წარმატებებს!

წყარო: www.success.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment