fbpx

როგორ გახდე ოპტიმისტი…

ავტორი Ann
1.1K ნახვა

უამრავი ფაქტორი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა თავი უმწეოდ იგრძნოს. გარემო ფაქტორები, ზოგჯერ სრულიად უიმედო სიტუაციაში გვაგრძნობინებენ თავს, მაგრამ ამასთან გამკლავება შესაძლებელია. მთავარია მოვლენებს სხვა კუთხით უდგებოდეთ და ყოველთვის ოპტიმისტურად იყოთ განწყობილი.

როგორ მოვახერხოთ ეს? გასწავლით რამდენიმე ხერხს, რათა ოპტიმიზმი თქვენი ხასიათის განუყრელი თვისება გახდეს:

გახსოვდეთ, რომ მოვლენები იცვლება – ხშირად გაიხსენეთ მოვლენა, რომელიც სრულიად სხვაგვარად უნდა მომხდარიყო და თქვენს სასიკეთოდ შემოტრიალდა.

შეადგინეთ სია თქვენი უპირატესობებისა – ფოკუსირება მოახდინეთ მხოლოდ დადებითზე, გაიხსენეთ ყველაფერი კარგი.

დაეხმარეთ სხვებს – გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენზე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, ამის დასაჯერებლად საკმარისია უბრალოდ ახლობლებში გაიკითხოთ და დაეხმაროთ მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

იმოქმედეთ – პესიმიზმი თქვენ პარალიზებულს გხდით. დაწერეთ ერთი რამ, რასაც ყოველდღე გააკეთებთ და არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ მისი კეთება.

წაიკითხეთ, უყურეთ, მოუსმინეთ – წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს და მოუსმინეთ ჩანაწერებს წარმატებული ადამიანების შესახებ.

არ დანებდეთ – თუ რაღაც სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ, გააკეთეთ რაღაც სხვა, უბრალოდ შეცვალეთ ტაქტიკა, მნიშვნელობა არ აქვს რას ეხება საქმე.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment