fbpx

ჯორჯო არმანის რამდენიმე რჩევა დამწყებ ბიზნესმენებს

ავტორი ნინო გონგაძე
657 ნახვა

“როგორც ამბობენ: “ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთესია”. ასეა ბიზნესშიც. ჩემს კომპანიაში არიან ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად ვუსმენ. იგივეს გირჩევთ, აუცილებლად მოისმინეთ რამოდენიმე ადამიანის აზრი. ჰკითხეთ რჩევა სხვებს.

გადაწყვეტილება ფხიზელი გონებით მიიღეთ. გამორიცხეთ ნებისმიერი ემოცია, რომელსაც შეუძლია მანიპულირება თქვენი ცნობიერებით.

ყურადღება მიაქციეთ ყველაზე უმნიშვნელო დეტალებს. ფოკუსირდით არა მხოლოდ საბოლოო მიზანზე, არამედ იმაზეც, როგორ მიხვიდეთ მასთან, რა და როგორ გამოიყენოთ.

საკუთარი ბიზნესის დაწყებისას აუცილებელია ყველაფერი წვრილმანების დონეზე გათვალოთ, გაწეროთ რისკები, შესაძლო დანახარჯები. გადადოთ გარკვეული თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, თუ ისეთი კრიტიკული სიტუაცია წარმოიქმნება, რომელსაც არ გეგმავდით, მისთვის თქვენ უკვე მზად უნდა იყოთ.

იმაზე მეტი შეგიძლიათ და იცით, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. საჭიროა საკუთარი შესაძლებლობების დაფასება. საკუთარი თავის და საკუთარი ძალების რწმენა არის ყველა წარმატებული ადამიანის მამოძრავებელი ძალა. თავდაპირველად ისახება ოცნება, შემდეგ რწმენა და მხოლოდ შემდეგ- დასახული მიზნის მიღწევის საშუალებები. იქ, სადაც რწმენა მთავრდება, შეიძლება ყველაფერი დასრულდეს.

რა სირთულეებიც არ უნდა შეგხვდეთ გზაზე, ყოველთვის იყავით ძლიერი. ვიცი, რომ ეს მარტივად ჟღერს, მაგრამ რეალობაში ბევრად რთულია. თუ წარმატების მიღწევა გსურთ- მოემზადეთ სირთულეებისთვის.

საკუთარ თავს დაუწესეთ -პასუხისმგებლობა. თუ რაიმე პასუხისმგებლობას აიღებთ, შეასრულეთ. ეს დიდი პლიუსია არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ პირად ცხოვრებაშიც.

პრაქტიკულად ყველა მილიონერი აღნიშნავს რომ სამსახური მათი ცხოვრების ნაწილია. არასდროს დაკავდეთ იმით, რაც არ მოგწონთ, რადგან ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და არ ღირს მისი დახარჯვა იმ საქმის კეთებაში, რაც არ გიყვართ. როცა ნამდვილად შეყვარებული ხართ თქვენს კომპანიაზე, ბიზნესზე და იმაზე, რასაც დღემდე აკეთებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმოუდგენელ სიმაღლეებს.”

ჯორჯო არმანი (დიზაინერი)

მსგავსი სტატიები

Leave a Comment