ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მარკეტინგის სტრატეგიები იცვლება. სულაც არაა მარტივი სწორად გამოიცნო რისი გაკეთება სჯობს კონკრეტულ მომენტში, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ეს კარგად გამოსდით.
წარმოგიდგენთ რამდენიმე წარმატებული ადამიანის რჩევას:
კევინ ჰარინგტონი: “მიიზიდე ყურადღება. ხაზი გაუსვი იმ დეტალებს, რაც მომხმარებელს მოსწონს და სჭირდება. ღიად დაანახე რა სარგებელი ელოდება შენგან. შესთავაზე ის, რაზეც უარს ვერ იტყვის.
ტაი ლოპეზი: “ისაუბრე მათ ენაზე. ნუ ეცდები გამოიყენო რთული ფრაზები, თავგზა აუბნიო. მიეცი მოტივაცია, უბიძგე გააკეთოს ის, რაც შენთვის ხელსაყრელია. თუმცა გამოიჩინე სიფრთხილე ემოციურ ადამიანებთან”.
სკოტ ოლდფორდი: “დასახე გეგმები სწორად. ამისთვის აუცილებელია საკუთარ თავს დაუსვა კითხვები. გაარკვიე რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტი კარგად გაყიდო.”
მარკ სისონი: “მარკეტინგული კვლევები და ბაზრის კვლევა ჩემთვის პრიორიტეტული არ არის. ყოველთვის მივყვები საკუთარ ინსტიქტებს და ვქმნი პროდუქტებს, რომლებიც თავად მიყვარს.”
ბრაიან ქლოქი: “განათლებაზე დაფუძნებული მარკეტინგი უმთავრესია. ეცადე ყოველთვის ისწავლო რაღაც ახალი. ფოკუსირდი კლიენტების პრობლემების მოგვარებაზე.”
ლეილა მილანი-ხოშბინი: “გამუდმებით პულსზე გედოს ხელი და იცოდე შენი კლიენტების საჭიროებების შესახებ ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღევანდელ მდგომარეობაში ვერ წარმომიდგენია ბიზნესი ვმართო სოციალური ქსელების გარეშე. აქ ყველაზე კარგად მიხვდები რას ითხოვს ხალხი.”
