თანამედროვე მსოფლიოში ძალიან რთულია კონცენტრირება მოახდინო რამეზე, რადგან გამუდმებით რაღაც გიშლის ხელს: ტელეფონის ზარი, ტექსტური შეტყობინება, სოციალური ქსელები, სხვადასხვა ინფორმაცია და ა.შ. თუმცა ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ გონების დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ და ცხოვრება დაილაგოთ.
თუ ნამდვილად გსურთ მიაღწიოთ თქვენს მიზანს, მაშინ გამოიყენეთ რჩევები, რათა გაიწმინდოთ გონება:
ფოკუსირდით – დღესდღეობით ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ როგორ იკვებებიან და ძალიან პოპულარული გახდა ჯანსაღ პროდუქტებზე საუბარი. როგორ ფიქრობთ, თქვენი ფიქრების სიჯანსაღე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საკვებისა? ნუ შეუშვებთ გონებაში ათას სულელურ აზრს, ფოკუსირდით იმაზე, რაც ყველაზე მეტ სარგებელს მოგიტანთ.
განიტვირთეთ – ხმაური ყველაზე საშინელი რამაა, რაც თქვენს გონებას აბინძურებს. გამუდმებული ფუსფუსი არ გაძლევთ მოსვენებას და გაფორიაქებთ. მიეცით თქვენს თავს უფლება განიტვირთოთ, გაერიდეთ ხმაურს და განმარტოვდით.
აკონტროლეთ თქვენი აქტივობები – დღესდღეობით ყველა ადამიანი დაკავებულია, მაგრამ რითი არიან ისინი დაკავებული? მთავარი ის კი არაა არ გქონდეთ თავისუფალი დრო, მთავარია სასარგებლო საქმისთვის იყენებდეთ თითოეულ წუთს. რა აზრი აქვს იყოთ დაკავებული, თუ ამას თქვენთვის წარმატება არ მოაქვს?
გაამარტივეთ – თითოეული საქმე, რომელსაც აკეთებთ თქვენთვის მარტივი უნდა იყოს, ამიტომ უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, სწორად მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება, არის თუ არა ეს სწორედ ის საქმე, რასაც კონკრეტულ მომენტში უნდა აკეთებდეთ და ამის შემდეგ დაიწყეთ მისი გაკეთება. ეს გაცილებით გაგიმარტივებთ მის კეთებას და წარმატებასაც მოგიტანთ.