fbpx

“ნანოლენდი” – დუშელი გოგოს ახდენილი ოცნება

ავტორი ჟოლო
4.3K ნახვა

მყუდრო, რომანტიკული და კომფორტული გარემო ულამაზეს დუშეთში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს. საოცარი ხედებით და დამსვენებლისთვის შექმნილი ყველა პირობით.

ეს NanoLand – ნანოლენდია, დუშელი გოგოს ახდენილი ოცნება.

პირველი გლემპინგ კოტეჯი დუშეთში

ნანიკო კელიხაშვილი: ჩემი ინსპირაციის წყარო იყო, ინტერნეტში ნანახი გლემპინგ კოტეჯები, დავინახე თუ არა იმ წამსვე გავიფიქრე – დუშეთს როგორ მოუხდებოდა-თქო. მოგეხსენებათ ჩვენი მხარე ლამაზი ხედებითა და სუფთა ჰაერით გამოირჩევა, ძალიან მომინდა ეს სილამაზე უფრო მეტ ტურისტს ან ადგილობრივს ენახა და უკეთ გაეცნო დუშეთი. ასე გაჩნდა გლემპინგი ჩემს წარმოსახვაში, რამდენიმე ხანში კი ოჯახის დახმარებით ოცნება ავიხდინე და დუშეთში პირველი გლემპინგ კოტეჯი დავდგი, მას ნანოლენდი დავარქვი.

დღეს ჩემთვის NanoLand – ნანოლენდი… ყველაფერია, მასში დიდი შრომა ჩავდე და საკუთარი შვილივით მიყვარს. ეს არის კომფორტული დასვენება კარავში, სადაც დაგხვდებათ ყავა, ჩაი, ტკბილეული და ჩემივე ხელით დამზადებული უგემრიელესი მურაბა და ჯემები. კოტეჯს აქვს კარვისებური გადახურვის სისტემა, მინის სამზარეულო ტოსტერით და მაცივრით. ეზოში გვაქვს საქანელა, მაყალი…

სამომავლოდ გაფართოებასთან დაკავშირებით მაქვს დიდი გეგმები… მინდა რამდენიმე კოტეჯის დამატებაც. ეს ტერიტორია დამსვენებლებისთვის განსაკუთრებულ და გამორჩეულ ადგილად უნდა ვაქციო… უკვე ისიც ვიცი როგორი იქნება და მჯერა რომ უახლოეს ხანში გავაკეთებ…

თუ საკუთარი თავის გჯერა ყველაფერი ძალიან მარტივად გამოვა.

მე დუშეთში დავიბადე და გავიზარდე და უდიდესი სურვილი მაქვს ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს სილამაზე და დატკბეს მისი ხედებით.

NanoLand – ნანოლენდი

მისამართი: დუშეთი, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ , სოფელი პირმისაანი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

1 კომენტარი

ციცინო May 28, 2023 - 6:22 am

წარმატებას გისურვებთ

პასუხი