fbpx

”ინვესტიციები და ბიზნესი საქართველოსთან ერთად”

ავტორი ჟოლო
106 ნახვა

ქალაქ ფრანკფურტში ქართულ – გერმანულმა ეკონომიკურმა ასოციაციამ და ჰესენის მიწის ეკონომიკურმა საბჭომ ერთობლივი ძალებით ორგანიზება გაუკეთეს ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმსა და მაღალი რანგის შეხვედრებს, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ გახსნა.

ბიზნესფორუმსა და სამომავლო გეგმებზე ეკონომიკისა და კულტურის დარგში ფრანკფურტის ქართულ – გერმანული ასოციაციის პრეზიდენტი  ნინო ყამბეგაშვილი საუბრობს. უცხოეთში მოღვაწე ქართველი ქველმოქმედი, უკვე წლებია უცხოელ პარტნიორებთან ერთად უამრავ კეთილ საქმესა და სხვადასხვა პროქტებს ანხორციელებს საქართველოსთვის.

kambega2

ნინო ყამბეგაშვილი: „საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმის მთავარი თემები იყო: საქართველოს მიმზიდველი, სტაბილური ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.

ფორუმის მონაწილე 70-მდე ქართული და გერმანული ბიზნესორგანიზაციის წარმომადგენლებს ნიკოლოზ გაგუამ, ნიკილოზ ხუნძაკიშვილმა, ლაშა ძებისაშვილმა, ლიზა თავდუმაძემ, ანი გუგუშვილმა და გიორგი ობოლაშვილმა საქართველო, როგორც რეგიონის წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის, პოტენციალი გააცნო. მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას.

ბატონმა გაგუამ მიიჩნია, რომ საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას.
დღის ბოლოს ქართული დელეგაცია ოფიციალურად მიიღო ახლად არჩეულმა ქალაქის მერმა, ბატონმა უვე ბეკერმა.

კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას ჰესენის მიწის ეკონომიკურ საბჭოსა და საქართველოს დიასპორების სამინისტროს კერძოდ კი ბატონ გელა დუმბაძეს, სალომე დოლიძესა და ალიონა ჩხოტუას მხარდაჭერისთვის!“

kambega

kambega4

მსგავსი სტატიები

Leave a Comment